ლიზინგი

ტერმინი “ლიზინგი”, სათავეს იღებს ინგლისური სიტყვიდან “Lease” და ნიშნავს ქინების აღებას/გადაცემას ქირის საფასურით ანუ ქირავნობას. ადექვატურ ცნებებს შეხვდებით სხვა ევროპულ ენებშიც: ქართულში – “ქირავნობა”, “იჯარა”; გერმანულში – mitvertag, kredit; ესპანურში – arrendamiento finansiero; იტალიურში – credito arrendamiento. ასეთი ოპერაციების ამსახველი ტერმინები იქნება სხვა, არაევროპულ ენებშიც, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არენდის ოპერაციების აღწერილობა გვხვდება შუმერულ თიხის დაფებზე და ხამურაბის კანონებში, არა-ერთი ათასი წლის წინ. მიუხედავად ამისა, მეტ წილ შემთვევებში, ქვეყნების უმრავლესობაში გამოიყენება ტერმინი “Leasing”, ვიდრე ქვეყნის ენის შესაბამისი ექვივალენტი.
ანსხვავებენ:
*მოკლევადიან იჯარას, რომელსაც ხშირად უწოდებნ “რენტინგს”. ასეთი ოპერაციები ითვალისწინებენ დანადგარ-მოწყობილობების გადაცემას დროებით სარგებლობაში ერთ წლამდე ვადით, შემდგომი გამისყიდვის უფლების გარეშე არენდატორის მიერ.
*საშუალო ვადიან იჯარას, ანუ “ჰაირნგს”, ერთიდან სამ წლამდე ვადით. მოკლევადიანი და საშუალო ვადიანი იჯარა მიეკუთვნება, ჩვეულებრივი, ოპერტაიული იჯარის კატეგორიას. ასეთი იჯარის პირობებში, ერთი საიჯარო ვადის განმავლობაში არ იფარება იჯარის ობიექტის შეძენის ხარჯები. ოპერატიული იჯარის პირობებში, ობიექტის დაკარგვისა და გაფუჭების რისკი რჩება იჯარის გამცემს. ასეთი იჯარის განაკვეთები შედარებით მაღალია, ვიდრე ფინანსური იჯარის შემთხვევაში, რადგან არ არის გარანტირებული აქტივის შეძენაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება.
*ლიზინგი (ფინანსური იჯარა, კაპიტალური იჯარა, გრძელვადიანი იჯარა გამოსყიდვის უფლებით), რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ასეთი იჯარის მიმართ წაყენებულ მოხოვნებს.
თავისთავად, იჯარის ვადა არ არის ლიზინგის განმსაზღვრელი პარამეტრი. ადვილი შესაძლებელი, რომ 4 წლის ვადით იჯარით გაცემული დანადგარი, 4 წლიანი სასარგებლო გამოყენების ვადით, სრულად პასუხობდეს ლიზინგისადმი (იჯარას გამოსყიდვის უფლებით) წაყენებულ მოთხოვნებს, ახალაშენებული კაპიტალური შენობის 10 წლიანი იჯარა კი არა.
ბასს17-ის თანახმად ფინანსური იჯარა გულისხმობს აქტივთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი რისკისა და ეკონომიკური სარგებლის გადაცემას მოიჯარეზე. სკუთრების უფლება შეიძლება გადაცემული იქნას, ან არა.
ლიზინგთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს კანონით “სალიზინგო საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ”. საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში, ლიზნგი რეგულირდება “საერთაშორისო ფინანსური იჯარის შესახებ ოტავის კონვენციით”.
იჯარის ლიზინგად, ფინანსურ იჯარად აღიარების კრიტერიუმები რეგულირდება ნაციონალური კანონმდებლობით და პრაქტიკულად ცოტათი თუ განსხვადებიან ერთმანეთისაგან. საართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად ქონების იჯარა წარმოადგენს ლიზინგს (ფინანსურ იჯარას) თუ:
ა. იჯარის ვადის დასრულების შემდეგ გათვალისწინებულია ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა ან იჯარის მიმღებს უფლება აქვს შეიძინოს ქონება ფიქსირებული ან იჯარის ხელშეკრულებით განსაზღვრული ფასით.
ბ. იჯარის ვადა აღემატება ძირითადი საშულებების ეკონომიკური სამსახურის 75%-ს;
გ. იჯარით აღებული ქონების მოსალოდნელი ნარჩენი ღირებულება, იჯარის ვადის დასრულებისას, ამ ვადის დასაწყისში ქონების საბაზრო ღირებულების 20%-ზე ნაკლებია.
დ. იჯარით აღებული ქონების მოსალოდნელი ნარჩენი ღირებულება იჯარის ვადის დასრულებისას არ აღემატება ამ ვადის დასაწყისში ქონების საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის მე-6 ნაწლით განსაზღვრული საბალანსო ღირებულების 15 %-ს.
ლიზინგი წარმოადგენს ქონებრივი ურთიერთობების ურთიერთდაკავშირებულ და ურთიერთგაპირობებულ კომპლექსს, რომელიც ყალიბდება ლიზინგის ოპერაციის მონაწილეთა შორის ქონების მოძრაობასთან და ანგარიშსწორებებთან დაკავშირებით. ამდენად ლიზინგი, როგორც ეკონომიკურ-სამართლებრივი კატეგორია, წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობის სპეციფიკურ სახეს., რრომელიც საშუალებას აძლევს მეწარმეს შემოსავალი მიიღოს ქონებიდან, რომელიც არ წარმოადგენს მის საკუთრებას.
კლასიკურ სალიზინგო ოპერაციის სქემა ასეთია:
1. პოტენციური ლიზინგის ამღები, რომელიც დაინტერესებულია კონკრეტული ქონების მიღებაში, მის ხელთ არსებული ინფორმაციის, რეკომენდაციებისა და წინასწარ მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე ირჩევს მისთვის საინტერესო აქტივის მომწოდებელს.
2. ირჩევს სალიზინგო კომპანიას და დებს მასთან სალიზინგო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ლიზინგის გამცები (როგორც წესი სალიზინგო კომპანია) საკუთარი სახსრებით იძენს ლიზინგიის ამღების მიერ შერჩეულ ქონებას და გადასცემს ლიზინგის ამღებს ხელშკერულებით განსაზღვრული პირობებით.
სალიზინგო გარიგების ანუ ლიზინგის სუბიექტები არიან:
ა.სალიზინგო ფირმები და კომპანიები (ლიზინგის გამცემი)_იურიდიული პირი (მეწარმე ფიზიკური პირი), რომელიც ახორციელებს სალიზინგო საქმიანობას, ხელშეკრულების საფუძველზე ლიზინგის ამღებს ლიზინგით გადასცემს, მის მერ შერჩეულ ლიზინგის საგანს.
ბ.საწარმო-ლიზინგის ამღები. ლიზინგის ამღები არის იურიდიული ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც მისთვის საჭირო ქონებას იღებს ლიზინგით.
გ.ლიზინგის ობიექტის მიმწოდებელი_საწარმო დამამზადებელი ან მეწარმე ფიზიკური, რომელიც ახდენს ლიზინგის ობიექტის მიწოდებას ლიზინგის გამცემისათვის.
ლიზინგის ოპერაციის არაპირდაპირ მონაწილედ მიიჩნევა კომერციული ან საინვესტიციო ბანკები, რომლებიც აფინასებენ სალიზინგო ოპერაციებს, სადაზვევო კომპანიები, რომლებიც იღებენ პასუხიმგებლობას, თუ გარიგების ერთერთი მხარე არ შეასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, საშუამავლო ორგანიზაციები და სალიზინგო ბროკერები.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ლიზინგის ისეთი აღიარებული უპირატესობები, რომლებიც გამომდინარეობენ ლიზინგის, როგორც ფინანსური იჯარის თავისებურებებიდან როგორებიცაა:
_ამცირებს მოთხოვნას საკუთარ სასტარტო კაპიტალზე.
_ფინანსირების ხელმისაწვდომი წყარო, როგორც წესი ლიზინგის საგანი ხდება ლიზინგის ამღების ვალდებულებების შესრულების გარანტია.
_ფინანსური დაგეგმვის მოქნილი ინსტრუმენტი (სალიზნგო კომპანიასან თანხმდება გადხდის გარფიკი.
_ლიზინგის ხელშეკრულების ვადა როგორც წესი მეტია კრედიტის ვადებზე, რაც ამცირებს პერიოდული სალიზინგოპ გადასახადლების მოცულობას.
_საწარმოს უნარჩუნებს და პრაქტიკულად უზრდის საკრედიტო პოტენციალს, რადგან ლიზინგის საგანი აისახება ლიზინგის ამღების ბალანსზე და ზრდის მის აქტივებს.
_რიგი ქვეყნების კანონმდებლობა ითვალისწინებს სალიზინგო გადასახადელების სრული მოცულობით მიეკუთვნებას მიდინარე საოპერაციო ხარჯებზე, რაც ამცირებს მოგების გადასახადით დასაბეგრ ბაზას და აუმჯობესებს ბალნსის სტრუქტურას.
ერთი შეხედვით, ლიზინგი ძალზე წააგავს ძირითადი საშუალებების შეძენას კრედიტით. თუმცა დანსხვავება ამ ორ ოპრაცია შორის ერთობ არსებითია. მათ შორის აღსანიშნავია:
*კრედიტით შეძენილი ძირითადი საშუალებები ხდება კრედიტის ამღების საკუთრება; ლიზინგით აღებული ქონება რჩება ლიზინგის გამცემის საკუთრებაში
*ლიზინგის ამღები, ლიზინგით ძირითად საშუალებას იღებს გარკვეული ვადით, რომლის გასვლის შემდეგ მას უფლება აქვს ქონება დაუბრუნოს ლიზინგის გამცემს.
*კრედიტით აღებული ქონების მოვლა პატრონობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება კრედიტის ამღებს (მყიდველს). ლიზინგის ხელშეკრულება, შესაძლოა ითვალისწინებდეს ლიზინგის ობიექტის მთლიანად ან აწილობრივ მომსახურებას, ლიზინგის გამცემის მიერ.
ლიზინგის დროს, ლიზინგის ობიექტზე საკუთრებას ინარჩუნებს ლიზინგის გამცემი. ლიზინგის მიმღები ლიზინგის ობიექტს იღებს დროებით მფლობელობასა და სარგებლობაში, რისთვისაც ლიზინგის გამცემს უხდის სათანადო საზღაურს. ასეთი საზღაურის სიდიდე, გადახდის წესი და პერიოდულობა განისაზღვრება ორმხრივი ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემსა და ლიზინგის ამღებს შორის.
როგორც ვხედავთ, ლიზინგი საუკეთესო საშუალებაა საკუთარი ბიზნესის წარმოებისათვის, როდესაც მეწარმეს არა აქვს საკუთარი სახსრები ძვირად ღირებული ძირითადი საშუალებების შესაძენად და არა მარტო ასეთ შემთხვევბში. მაშინაც კი, როდესაც საწარმოს აქვს საჭირო სახსრები ლიზინგის ობიექტის შესაძენად, შესაძლოა მან ეს არ გააკეთოს სულ ცოტა სამი მიზეზით:
1. არ სურს აიღოს კრედტი და ერთდროულად გადაიხადი ძირითადი საშუალების ღირებულება;
2. არ სურს გახდეს ლიზინგის ობიექტის მესაკუთრე და აიღოს საკუთრებასთან დაკავშირებული ვალდებულებები
3. სურს გამოიყენოს ლიზინგთან დაკავშრებული შეღავათები.
ლიზინგის ობიექტი შესაძლოა იყოს ნებისმიერი უძრავი და მოძრავი ქონება, რომელიც მიღებული კლასიფიკაციის თანახმად მიეკუთვნება ძირითად საშუალებებს.
საყოველთაოდ აღიარებული მიდგომების თანახმად, სალიზინგო კანონმდებლობა ითვალისწინებს სალიზინგო ოპერაციის შემდეგ თავისებორებებს:
• ლიზინგის ობიექტსა და ლიზინგიის ობიექტის მიმწოდებელს ირჩევს ლიზინგის ამღები;
• ლიზინგის ობიექტი, ლიზინგის ამღების მიერ გამოიყენება მხოლოდ ლიზინგის ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისათვის.
• ლიზინგის გამცემი, ლიზინგის ობიექტს შეიძენს მხოლოდ ლიზინგის ამღებისათვის გადასაცემად;
• სალიზინგო გადასახდელები, ლიზინგის მთელი პერიოდისათვის უნდა შეიცავდეს ლიზინგის ობიექტის სრულ ღირებულებას, ხელშეკრულების დადების მომენტისათვის და ლიზინგის გამცემის სარგებელს.
• ლიზინგი არის შიგა, როდესაც ლიზინგის ოპერაციის ყველა მონაწილე არის ქვეყნის რეზიდენტი და საერთაშორისო, როდესაც ოპერაციის მონაწილეთაგან ერთი მაინც არის ქვეყნის არარეზიდენტი.
• ლიზინგით გადაცემული ქონება, ლიზინგის მთელი ვადის განმავლობაში რჩება ლიზინგის გამცემის საკუთრებაში.
• ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს ლიზინგის ამღების უფლებას, შეიძინოს იჯარის ობიექტი, საიჯარო ვადის გასვლის შედეგ.
• მხარეების შორის დადებული ხელშეკრულე, შეიძლება ითვალისწინებდეს იჯარის ობიექტის დაჩქარებულ ამორტიზაციას, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ცნობილია სალიზინგო ოპერაციების რამდენიმე კლასიფიკაცია. მათ შორის:
სალიზინგო ქონებასთან დამოკიდებულების მიხედვით:
_სუფთა ლიზინგი_როდესაც ლიზინგის ობიექტის მომსახურების სრულ ხარჯებს კისრულობს ლიზინგის ამღები.
_სრული ანუ სრული მომსახურებით, როდესაც ლიზინგის გამცემი კისრულობს ლიზინგის ობიექტის მომსახურების სრულ ხარჯებს;
_ნაწილობრივი, როდესაც ლიზინგის გამცემს ეკისრება მომსახურების მხოლოდ ნაწილი.
ფინასირების წყაროს მიხედვით, ლიზინგის ოპერაციები იყოფა:
_ვადიანი ლიზინგი, როდესაც სახეზეა ქონების ერთჯჯერადი ლიზინგი;
_განახლებადი ლიზინგი, როდესაც პირველი ლიზინგის ვადის ამოწურვისთანავე, ხდება ლიზინგის ხელშეკრულების განახლება;
ლიზინგის გარიგების მონაწილეთა მიხედვით:
_პირდაპირი ლიზინგი, როდესაც ქონებას ლიზინგით გასცემს მისი მესაკუთრე, ანუ ოპერაციაში მონაწილეობს მხოლოდ ორი მხარე: ლიზინგის გამცემი (ქონების მესაკუთრე) და ლიზინგის ამღები.
_ირიბი ლიზინგი, რომლის დროსაც ლიზინგჰით ქონების გადაცემა ხდება შუამავლის მონაწილეობით. ასეთი სახის ოპერაცია ახლოსაა კლასიკური ლიზინგის ოპერაციის სქემასთან, როდესაც ოპერაციაში მონაწილეობენ: მომწოდებელი, ლიზინგის გამცემი და ლიზინგის ამღები.
_ლიზინგი მრავალი მხარის მონაწილეობით. ლიზინგის ასეთი ფორმა გამოიყენება რთული, მსხვილმასშტაბიანი სალიზინგო ოპერაციების განსახორციელებლად.
ლიზინგის პრაქტიკაში განსაკუთრებული ადგილი უკავია “უკუ ლიზინგის” (დაბრუნებადი ლიზინგის) ოპერაციებს, რომელიც წარმოადგენ იპოთეკის თავისებურ ალტერნატივას. ასეთი ოპერაციის სქემა ასეთია: ქონების მესაკუთღე ყიდის თავის ქონებას და დაუყოვნებლივ იღებს ქონებას ლიზინგით. შედეგი ძალზე საგულისხმოა. გამყიდველი იღებს ქონების ღირებულებას, ლიზინგით იღებს თავისივე გაყიდულ ქინებას და უფლებას, ლიზინგის ვადის გასვლის შემდეგ ამავე ქონება შესყიდვის უფლებას, საკმაოდ შეღავათიან პირობებში.
სალიზნგო ურთიერთობების საუკუნოვანი პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ლზინგი არის ძირითადი საშუალებებიოს შეძენის, საწარმოო სომძლავრეების გაფართოების, მოდერნიზაციისა და განხლების, ტექნიკური პროგრესის თანამეროვე მიღწევების დროული გამოყენების, კონკურენტული უპირატესობების შექმნისა და შენარჩუნების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და პრაქტიკულად უალტერნატივო გზა, რამენადმე არსებითი კაპიტალური დაბანდებების გარეშე. ასეთი შეფასების ნთელი დადასტურებაა სერიოზული წინსვლა სალიზინგო ოპერაციების ქართულ ბაზარზე. დღეისაღვის არერთი სალიზინგო კომპანია სთავაზებს ბიზნეს სალიზინგო მაომსახურებას,რომელთა სქმიანობის შესახებ ვეცდებით მომდევნო ნომრებში მოგაწოდოთ ინფორმაცია.

Similar Posts