ბიზნესის განვითარების ფორუმი
2014 წლის 10-11-12 ივნისს თბილისის საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში” ჩატარდა – ბიზნესის განვითარების გამოფენა–კონფერენცია.
ფორუმზე წარმოდგენილნი იყვნენ ფინანსური სექტორი (ბანკები, საინვესტიციო კომპანიები, მიკროსაფინანსო ორგანიზაცები), სხვადასხვა ტიპის ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიები (მენეჯმენტის, მარკეტინგის, HR-ის, IT-ის მიმართულებით), სადაზღვევო კომპანიები,საერთაშორისო ორგანიზაციები, დონორი ორგანიზაციები და სხვა. ფორუმზე აქტიურად მონაწილეობდა Financial Outsource.
ფორუმის ფარგლებში ჩატარდა 2 დღიანი ტრეინინგი თემაზე: „თანამედროვე მენეჯმენტ პარადიგმები ახალი თაობის მენეჯერებისთვის“ (ტრეინინგს უძღვებოდა ადიზესის ინსტიტუტის ვიცე პრეზიდენტი და ტრენინგებისა და სერთიფიცირების დირექტორი – შოჰამ ადიზესი – აშშ).