Wizz Air და Financial Outsource თანამშრომლობას იწყებენ
ავიაკომპანია Wizz Air-ს საქართველოში ფინანსურ და საკონსულტაციო მომსახურებას ქართული კომპანია Financial Outsource გაუწევს. შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმდა Financial Outsource-სა და ასევე უნგრულ კომპანია Process Solutions შორის, რომელიც Wizz Air-ს მსოფლიო მასშტაბით ემსახურება. უნგრულმა ავიაგიგანტმა ქართული კომპანია ააარჩია კონკურსის საფუძველზე, რომელშიც მონაწილეობა პირველ ეტაპზე 60-მა კომპანიამ მიიღო, ხოლო საბოლოო ეტაპზე Financial Outsource-მა ხუთ კომპანიაში მოიპოვა გამარჯვება. შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია Wizz Air-ი, რომელიც საქართველოში 2012 წლიდან ოპერირებს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში რეგიონში პირველ ბაზას ხსნის. ამასთანავე, უნგრული კომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპისკენ შვიდ ახალ მიმართულებას ამატებს. ესენია: ქუთაისი-ბერლინი, ქუთაისი-მიუნხენი, ქუთაისი-მილანი, ქუთაისი-დორტმუნდი, ქუთაისი-სალონიკი, ქუთაისი-ლარნაკა და ქუთაისი-სოფია.
უნგრული ავიაგიგანტის არჩევანი ჩვენი კომპანიის მიმართ, კიდევ ერთხელ ადასტურებს Financial Outsource-ის მაღალხარისხიან და სანდო პროფესიონალურ მომსახურებას, როგორც დარგის ლიდერი, ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას დავაკმაყოფილოთ და გავამართლოთ ჩვენი კლიენტების მოლოდინი, როგორც სამაგალითო პროფესიონალურმა ბუღალტრულმა კომპანიამ.