რესტრუქტურიზაცია
სამეწარმეო საქმიანობა საბაზრო ეკონომიკის პირობებში ყოველთვის დაკავშირებულია გარე გარემოს ცვალებადობით გამოწვეულ რისკებთან. ეს მოითხოვს მართვის ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებას მუდმივი გაურკვევლობის პირობებში ბიზნესის ფინანსური მდგრადობისა და კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად. რესტრუქტურიზაცია წარმოადგენს ბაზრის გაურკვევლობის, კრიზისებისა და რისკების გარემოსთან საწარმოს ადაპტაციის ერთ-ერთ მექანიზმს.
რესტრუქტურიზაციის სახეები
ბიზნესის რესტრუქტურიზაცია არის კომპლექსური, საგულდაგულოდ დაგეგმილი და ხელმძღვანელობის მიერ კონტროლირებადი პროცედურა კომპანიის საქმიანობის მასშტაბისა და განხორციელების წესის შესაცვლელად. რესტრუქტურიზაცია წარმოადგენს სამეურნეო, სამართლებრივი და ეკონომიკური ღონისძიებების კომპლექსს ორგანიზაციული სტრუქტურის შესაცვლელად, მართვის, ფინანსური და ტექნოლოგიური საქმიანობის გასაუმჯობესებლად და შრომითი ურთიერთობების კორექტირების მიზნით. არსებობს ბიზნესის რესტრუქტურიზაციის სხვადასხვა სახეები, და ქვემოთ თითოეულზე ცალ-ცალკე ვისაუბრებთ.
ოპერატიული. მიზნად ისახავს მოკლევადიან პერსპექტივაში კომპანიის გადახდისუნარიანობის აღდგენასა და გაზრდას საკუთარი შიდა რეზერვების ხარჯზე. გამოიყენება, როცა არ არსებობს მოთხოვნა საქონელსა და მომსახურებაზე ან/და მათი ხარისხი დაბალია, ძირითადი საშუალებები დაძველდა, ხარჯების დონე მაღალია, ადგილი აქვს შეცდომებს წარმოებისა და გაყიდვების მართვაში. ამ პრობლემების გადასაჭრელად გამოიყენება დანახარჯების შემცირების სხვადასხვა მეთოდები:
- საწარმოო სიმძლავრეების კონსერვაცია, გაყიდვა და გაქირავება;
- ჭარბი აღჭურვილობის, მასალების, მაკომპლექტებელი ნაწილების, მზა პროდუქციის გაყიდვა;
- შვილობილი კომპანიების ლიკვიდაცია, სხვა საწარმოების კაპიტალში წილების გაყიდვა;
- ვალის რესტრუქტურიზაცია;
- დებიტორული დავალიანების ოპტიმიზაცია;
- მართვის ეფექტიანი მეთოდების დანერგვა;
- დამატებითი ძირითადი ფონდების მოდერნიზება და შეძენა, მოძველებული აღჭურვილობის შეცვლა.
პროცედურა საწარმოს სტრუქტურის მაქსიმალურად გამარტივებისა და მისი მდგრადი ფუნქციონირებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის საშუალებას იძლევა.
სტრატეგიული. უზრუნველყოფს ღირებულებისა და კომპანიის კონკურენტუნარიანობის გაზრდას გრძელვადიან პერსპექტივაში. ბიზნესის სტრატეგიული რესტრუქტურიზაციის ძირითადი მეთოდებია:
- საოპერაციო საქმიანობაზე დანახარჯების დაზოგვა – მენეჯმენტი, მარკეტინგი, დისტრიბუცია და გაყიდვები;
- მართვისა და მარკეტინგის ახალი ტექნოლოგიების დანერგვა;
- საწარმოო პროცესების ოპტიმიზაცია;
- ინოვაციური პროდუქტების დანერგვა;
- ახალ ბაზრებზე გადართვა ან მომხმარებლების შეცვლილი მოთხოვნების გათვალისწინება;
- სამიზნე აუდიტორიის გაფართოება;
- პროგნოზირება და დაგეგმვა;
- პროდუქტიულობის გაზრდა მოტივირებული სამუშაო ძალის შექმნის გზით.
ბიზნესის რესტრუქტურიზაციის კარგად გააზრებული სტრატეგიის განხორციელება საშუალებას გაძლევთ მიაღწიოთ ფინანსურ სტაბილურობას და გრძელვადიან წარმატებას.
კორპორატიული. შეიცავს ორგანიზაციულ სტრუქტურასა და მართვის პროცესებში ცვლილებებს, ბიზნესის დივერსიფიკაციას, შერწყმა-შთანთქმას, ფინანსური სტრატეგიის შეცვლას, ბიზნეს პროცესების და ბიზნეს მოდელების რეორგანიზაციას.
კომპლექსური. მოიცავს საწარმოს მთელ სტრუქტურას და საქმიანობის ყველა ასპექტს, პრობლემების მაქსიმალური მოცულობის გადაჭრისა და ბიზნესის ოპტიმიზაციის საუკეთესო შედეგების მიღწევის საშუალებას იძლევა.
ნაწილობრივი. გამოიყენება კომპანიის საქმიანობის ცალკეული მიმართულებების ან სტრუქტურების შესაცვლელად. საშუალებას გაძლევთ მიაღწიოთ ლოკალურ შედეგებს, მაგრამ მცირე გავლენას ახდენს მთელი საწარმოს საქმიანობაზე.
რესტრუქტურიზაციის მიზნები
რესტრუქტურიზაცია საშუალებას გაძლევთ გადაწყვიტოთ დაგროვილი ეკონომიკური, ორგანიზაციული, სამართლებრივი და ისეთი სხვა საკითხების მთელი კომპლექსი, რომლებიც ამცირებს საწარმოს ეფექტიანობას. მისი გლობალური მიზანია კომპანიის ღირებულების გაზრდა, რაც წარმატებული მართვის მაჩვენებელია. რესტრუქტურიზაციის პროცესში გადაწყდება ასევე სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი ამოცანები:
- ფინანსური გაჯანსაღება;
- გადახდისუნარიანობის გაუმჯობესება;
- ბიზნესის მართვის სისტემის მოდერნიზაცია;
- საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდა;
- პროდუქციის კონკურენტუნარიანობის გაზრდა.
წარმატებულ კომპანიებში რესტრუქტურიზაცია ტარდება კონკურენტების უფრო მეტად გასწრების მიზნით, კრიზისულ სიტუაციებში მყოფ კომპანიებში – ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მდგრადი განვითარების მიზნით.
ჩვენი უპირატესობები
კომპანია Financial Outsource გთავაზობთ მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესების რესტრუქტურიზაციის მომსახურებას. ეს საშუალებას მოგცემთ გააუმჯობესოთ კომპანიის ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა, გაზარდოთ მისი კონკურენტული პოზიციები ბაზარზე და მიაღწიოთ გრძელვადიან წარმატებას. ჩვენთან თანამშრომლობა კომფორტულია, რადგან ჩვენ:
- ვმუშაობთ გუნდურად და ყოველთვის ვპოულობთ საუკეთესო გადაწყვეტილებას თითოეული კლიენტისთვის;
- მკაცრად ვიცავთ პროფესიულ სტანდარტებსა და ეთიკურ ნორმებს;
- ვიძლევით გაწეული მომსახურების მაღალი ხარისხის გარანტიას და ვკისრულობთ სრულ პასუხისმგებლობას ჩვენი მუშაობის შედეგებზე.
ბიზნესის რესტრუქტურიზაციის მომსახურების შესაკვეთად, დაგვირეკეთ ან შეავსეთ ვებგვერდზე უკუკავშირის ფორმა. ჩვენ გაგიწევთ კონსულტაციებს და შემოგთავაზებთ გადაწყვეტილების ვარიანტებს.