2018 წლიდან ფიზ. პირების მიერ ჯართის ჩაბარებიდან მიღებული შემოსავლები იბეგრება
2018 წლის 1 იანვრიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად ზოგიერთი სახეობის საქონლის მიწოდების შედეგად ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი საქონლის შემძენი პირის მიერ 15%-იანი განაკვეთით დაიბეგრება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 29 დეკემბრის 489 ბრძანების მიხედვით ცვლილებები ძირითადად ეხება შავი და ფერადი ლითონების ჯართის და ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებულ შემოსავალს.
ამასთანავე, დაბეგვრის აღნიშნული წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის.