2015 წლიდან დაუბეგრავი მინიმუმი უქმდება
საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2014 წლის 24 დეკემბერს შეტანილი ცვლილების თანახმად კოდექსიდან ამღებულია 81¹ მუხლი და 153-ე მუხლის 4¹ პუნქტი. აღნიშნული ცვლილება ითვალისწინებს დაუბეგრავი მინიმუმის გაუქმებას 2015 წლიდან მიღებულ შემოსავლებზე.
ამავე ბრძანების თანახმად, დამქირავებლის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობისას, დაგვიანებით წარდგენისას ან/და არასწორად წარდგენისას დაუბეგრავი მინიმუმის ფარგლებში თანხის ზედმეტად დაბრუნების ან/და საგადასახადო ვალდებულების ანგარიშში ზედმეტად ჩათვლის შემთხვევაში დაქირავებულს ზედმეტად დაბრუნებულ ან/და საგადასახადო ვალდებულების ანგარიშში ზედმეტად ჩათვლილ თანხაზე საგადასახადო ვალდებულება არ დაეკისრება