ვის ეხება და რას გულისხმობს კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ
კითხვა. ვართ ტურისტული ფირმა. სულ გვყავს 16-ამდე დაქირავებლი გიდებისა და მძღოლების ჩათვლით. არა გვაქვს რაიმე წარმოება, არ ვახორციელებთ საქმიანობას რომელიც დაკავშირებულია რაიმე საფრთხეებთან. ვრცელდება თუ რა ჩვენზე კანონის მოთხოვნა უსაფრთხოების სამსახურის შექმნის თაობაზე.
პასუხი. საქართველოში შრომის უსაფრთხოების საკითხები რეგულირდება ორგანული კანონით „შრომის უსაფრთხოების შესახებ“. კანონი არეგულირებს სახელმწიფო ორგანოების, დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, დასაქმებულთა წარმომადგენლებისა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა უფლებებს, ვალდებულბებსა და პასუხისმგებლობას, რომლებიც დაკავშირებულია უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს შექმნასთან.
2019 წლის 1 სექტემბრიდან კანონი ვრცელდება შრომის უსაფრთხოების სფეროში ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგზე, მათ შორის, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებულ შრომით ურთიერთობებზე.
შრომის უსაფრთხოების სფეროში
დასახული ამოცანების შესრულების ორგანიზებისათვის, კანონი დამსაქმებელს ავალდებულებს:
-ჰყავდეს 1 ან მეტი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ან აღნიშნული მიზნით შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური. დასაქმებულებთან შეთანხმებით შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი და დასაქმებულთა წარმომადგენელი შეიძლება იყოს ერთი და იგივე პირი.
-დამსაქმებელს, რომელსაც 20 ან ნაკლები დასაქმებული ჰყავს, შეუძლია პირადად შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესიული მოვალეობები იმ პირობით, რომ მას გავლილი აქვს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული აკრედიტებული პროგრამა. თუ დამსაქმებელს 20-დან 100-მდე დასაქმებული ჰყავს, იგი ვალდებულია ჰყავდეს არანაკლებ 1 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, ხოლო 100 ან მეტი დასაქმებულის ყოლის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური არანაკლებ 2 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტით.
-თუ საწარმოს სიდიდის, დასაქმებულთა რაოდენობის, სამუშაო პირობების, საფრთხის ხარისხის, ხასიათისა და სტრუქტურის და შესაბამისი რისკების გათვალისწინებით დამსაქმებელს არ ჰყავს სათანადო რაოდენობის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, დამსაქმებელი ვალდებულია მოიწვიოს აღნიშნული დარგის სპეციალისტები/ორგანიზაციები.
-შრომის უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელ პირს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პროფესიული გამოცდილება და კვალიფიკაცია (უნარები და ტექნიკური ჩვევები, რომლებიც დასტურდება აკრედიტებულ ორგანიზაციაში პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატით).
-შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს შესაბამის აკრედიტებულ ორგანიზაციაში გავლილი უნდა ჰქონდეს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროგრამა.
ზემოთ მოყვანილიდან გამომდინარე, სამეურნეო სუბიექტს (ფირმას, საწარმოს, ორგანიზაციას, დაწესებულებას) მუხედვად მისი მასშტაბების, საქმინობის სფეროსა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, თავის ორგანიზაციულ სტრუქტურაში უნდა ჰქონდეს რგოლი დაკომპლექტებული აკრედიტებული სპეციალისტებით, რომელსაც ეკისრება პასუხისმგებლობა საწარმოში პერსონალისა და მესამე პირებისათვის, სამუშაო ადგილებზე და სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხო პირობების შექმნაზე და შრომის უსაფრთხოების სფეროშო მოქმედი კანონმდებლობის დაცვაზე.
შესაძლოა გაჩნდეს კითხვა რამდნად სავალდებულია „შრომის უსაფრთოების შესახებ“ კანონის მოთხოვნები საწარმოსათვის რომელსაც ჰყავს სულ რამდნიმე დასაქმებული და ფლობს რამდენიმე კომპიუტერს. პასუხი ცალსახაა-სავალდებულოა. (უსაფრთხოების ინსტრუქციები არსებობს სკოლის მასწავლებელბისა და მთლილანად სკოლებისათვის. მათ შორის ინსტრუქციები უსაფრთხოების უზრუნველაყოფად ექსკურსიების პროცეში. კარგი ქნება თუ ჩვენის სკოლებიც მიბაძავენ).
მიზანშეწონილად მიგვაჩნია, შრმის უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნები პერსონალის მიმართ და ასეთი მოთხოვნების დარღვევისათვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომები მოყვანილი იყოს საწარმოს შინაგანაწესში და გამოკრული იქნას თვალსაჩინო ადგილზე.
თამაზ იაშვილი