ვირტუალური ზონის პირი
საინფორმაციო ტექნოლოგიების სფერო საქართველოში შედარებით ახალია. მცირეა ამ სექტორის წილი ბაზარზე, დარგი ასევე განიცდის კვალიფიციური და გამოცდილი კადრების ნაკლებობას, არადა, შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული დარგის განვითარება ხელს შეუწყობს ქვეყანაში ფულადი სახსრების შემოდინებას. საგადასახადო შეღავათების დაწესება რასაც, მუშახელის შედარებით დაბალი ანაზღაურებაც დაერთვება კი გამოიწვევს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, საბოლოო ჯამში, შესაძლოა, მომავალში მივიღოთ სურათი როდესაც ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინების ძირითადი წყარო გახდება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროდან მიღებული შემოსავალი. რომელიც მხოლოდ ადამიანურ რესურსს მოითხოვს და რაიმე განსაკუთრებული ბუნებრივი რესურსის გამოყენება, რისი სიუხვითაც ვერ დავიკვეხნით, არ გახდება საჭირო. დარგის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის გადადგმული თითოეულმა ნაბიჯმა შესაძლოა უდიდესი ეფექტი მოქვცეს გრძელვადიან პერსპექტივაში. მართალია ეკონომიკურ თეორიაში კონკრეტული დარგის ლობირება არაეფექტიანობას იწვევს, მაგრამდარგის განვითარების საწყის ეტაპზე, პროტექციონისტული პოლიტიკა გამართლებულია.
განვიხილოთ რა შეღავათებს გვთავაზობს საქართველოს საგადასახადო კოდექსი ვირტუალური ზონის პირების საგადასახადო დაბეგვრასთან მიმართებაში:
არ იბეგრება ვირტუალური ზონის პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების:
o საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდებით მიღებული მოგება;
o საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდება დამატებული ღირებულების გადასახადით;
o საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ექსპორტის გადასახდელით.
ვირტუალური ზონის პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდებით მიღებულ შემოსავლებზე ხარჯები გამოიქვითება ერთობლივ შემოსავალში საქართველოს ტერიტორიაზე მიწოდებით მიღებული შემოსავლის პროპორციულად.
როგორ მოვიპოვო ვირტუალური ზონის სტატუსი?
1. ელექტრონული დეკლარირების მომხმარებლის სახელითა და პაროლით სისტემაში შესვლა (www.newzone.mof.ge)
2. ელექტრონული განაცხადის გამოგზავნა
ვირტუალური ზონის სტატუსი მინიჭება
1. ვირტუალური ზონის სტატუსს განაცხადის მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში ანიჭებს სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახური
2. სტატუსის მაძიებელს ეგზავნება სტატუსის მიღების დამადასტურებელი ელექტრონული სერტიფიკატი
3. ვირტუალური ზონის სტატუსი არის უვადო
სტატუსის გაუქმება
1. ვირტუალური ზონის პირის სტატუსი უქმდება, თუ ვირტუალური ზონის პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სტატუსი გამოყენებულ იქნება გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების მიზნით.
2. ვირტუალური ზონის პირის სტატუსის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას, შესაბამისი
ორგანოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, იღებს საფინანსო-ანალიტიკური სამსახური.