ბუღალტრული ბალანსი

ბალანსირება ნიშნავს თანასწორობას და ბუღალტრულ აღრიცხვაში ბალანსირების პრინციპი შემდეგი ტოლობით გამოიხატება:

აქტივები = კაპიტალი + ვალდებულებები

აქტივები სამეურნეო სუბიექტის ეკონომიკურ რესურსებს წარმოადგენენ, რომლებიც მისი საკუთრებაა, მის განკარგულებაშია ან მის მიერ კონტროლირებადია, ღირებულება გააჩნია და გამოიყენება სამეურნეო საქმიანობის პროცესში შემოსავლის მისაღებად.

აქტივებს მიეკუთვნება:

  • მიწა,
  • შენობა-ნაგებობები,
  • მანქანადანადგარები,
  • პატენტები,
  • ლიცენზიები,
  • ფასიანი ქაღალდები,
  • მასალები,
  • მზა პროდუქცია,
  • საქონელი,
  • ფულადი საშუალებები,
  • მოთხოვნები (მისაღები ანგარიშებ) და ა.შ.

ბალანსი ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდის ერთერთი ელემენტია, რომელიც დროის განსაზღვრული მომენტისათვის განზოგადებულად, ფულადი საზომით ასახავს საწარმოს აქტივებს, ვალდებულებებსა და კაპიტალს. ზოგადად, ბალანსი საწარმოს ფინანსურ პოზიციებს ასახავს, დროის განსაზღვრული მომენტისათვის, გამოხატულს ფულადი ფორმით.

ბუღალტრული ბალანსის მომზადება ბუღალტრული აღრიცხვის ერთერთი ძირითადი პრინციპის – ფულადი შეფასების პრინციპის საფუძველზე ხდება. ამ პრინციპის გათვალისწინებით, ბალანსში აქტივები, ვალდებულებები და კაპიტალი ეროვნულ ვალუტით აისახება.

ბუღალტრული ბალანსი საანგარიშგებო პერიოდის ბოლოსათვის მზადდება.

ბალანსში საწარმოს აქტივები და მათი ფორმირების წყაროები ბუღალტრული აღრიცხვის ერთ ერთი ძირითადი პრინციპის – ორმხრივობის პრინციპის საფუძველზე აისახება. აქედან გამომდინარე, ბუღალტრულ ბალანსს ორი მხარე აქვს.ერთ მხარეს აქტივები აისახება, ხოლო მეორე მხარეს – ვალდებულებები და კაპიტალი. ბალანსში აქტივების, ვალდებულებებისადა კაპიტალის თითოეულ დასახელებას ბალანსის მუხლი ეწოდება.

აქტივები ბუღალტრულ ბალანსში გრძელვადიან და მოკლევადიან (მიმდინარე) აქტივებად ჯგუფდება. გრძელვადიანი აქტივები ბალანსში მატერიალური, არამატერიალური და ფინანსური აქტივების სახითაა წარმოდგენილი.

გრძელვადიანი მატერიალური აქტივებია ძირითადი საშუალებები, რომელიც ბალანსში ან ზოგადი სახელწოდებით, ან გამსხვილებული ჯგუფების, მიწა, შენობა-ნაგებობები, მანქანა-დანადგარები, სატრანსპორტო საშუალებები და ა.შ.

ძირითადი საშუალებების მსგავსად, ზოგადი სახელწოდებით, ან გამსხვილებული ჯგუფების მიხედვით აისახება ბალანსში არამატერიალური აქტივები. ასეთი ჯგუფები შეიძლება იყოს: ლიცენზიები, კონცესიები, პატენტები, გუდვილი და ა.შ.

მოკლევადიანი (მიმდინარე) აქტივები ბალანსში აისახება სასაქონლო – მატერიალური ფასეულობების, მოთხოვნების, ფულადი საშუალებებისა და მათი ექვივალენტების სახით.

აქტივების მსგავსად, ვალდებულებებიც ბუღალტრულ ბალანსში გრძელვადიან და მოკლევადიან ვალდებულებებადჯგუფდება. გრძელვადიან ვალდებულებებს გრძელვადიანი სესხები და სხვა კრედიტები მიეკუთვნება.

მოკლევადიანი ვალდებულებებია: მოკლევადიანი სესხები, სავაჭრო და სხვა კრედიტორული დავალიანებები, საგადასახადო ვალდებულებები და ა.შ..

საკუთარი კაპიტალის ბალანსში ასახვა თავისებურებით ხასიათდება და იგი საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივფორმაზეა დამოკიდებული. კაპიტალი ბუღალტრულ ბალანსში შეიძლება შემდეგი მუხლებით იყოს წარმოდგენილი: საწესდებოკაპიტალი, ან სააქციო კაპიტალი, გაუნაწილებელი (რეინვესტირებული) მოგება, სარეზერვო კაპიტალი.

ბალანსში მუხლები ლიკვიდურობის პრინციპით ჯგუფდება. ლიკვიდურობა ფულად გადაქცევის სისწრაფეს, უნარს ნიშნავს. ბასს-ით ბალანსში მუხლები შეიძლება განთავსდეს ლიკვიდურობის ზრდადობის ან კლებადობის მიხედვით. ორივემიდგომა დასაშვებია და არ იზღუდება.

სიტყვა “ბალანსი” ლათინური წარმოშობისაა და “ორთეფშოვანს” ნიშნავს. იგი თანატოლობის მნიშვნელობით გამოიყენებადა ბალანსის მხარეების ჯამის ტოლობით გვევლინება.

ბალანსის თითოეული მხარის ჯამს ბალანსის ვალუტა ან ერთმანეთის ტოლობიდან გამომდინარე, უბრალოდ, ბალანსი ეწოდება.

საერთოდ, ნებისმიერი ანგარიშგება და მ. შ. ბუღალტრული ბალანსი, მოიცავს სათაურს, ძირითადი განაყოფებისა და ქვეგანაყოფების დასახელებებს.

სათაურში მოცემული უნდა იყოს:

საწარმოს დასახელება და იურიდიულ-სამართლებრივი ფორმა;
ფინანსური ანგარიშგების დასახელება;
შედგენის თარიღი ან დროის პერიოდი, რომელსაც ანგარიშგება მიეკუთვნება.
ბალანსის სათაურში მოცემული უნდა იყოს, რომელი საწარმოს ფინანსურ მდგომარეობას ასახავს იგი და რომელი თარიღისათვის. მართალია, ბალანსის შედგენის თარიღის შემდეგ მომხდარი ოპერაციების შედეგად აქტივები, ვალდებულებებიდა საკუთარი კაპიტალი შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ბალანსის ტოლობა არ დაირღვევა და აქტივები ისევ ტოლი იქნება ვალდებულებებს პლიუს საკუთარი კაპიტალი.

ფორმის მიხედვით, ბალანსი შეიძლება მომზადდეს:

ჰორიზონტალური (ორმხრივი) ფორმატით;
ვერტიკალური (ცალმხრივი) ფორმატით.

ცხადია, ბალანსის ორივე ფორმატი გამოიყენება, მაგრამ სადღეისოდ, პრაქტიკულად, ვერტიკალური ფორმატია გავრცელებული.

ჰორიზონტალური ფორმატის ბალანსს ორი მხარე აქვს. ერთ მხარეს მოცემულია აქტივები, მეორე მხარეს კი,ვალდებულებები და კაპიტალი.

Similar Posts