ხელშეკრულებების შემუშავება და ანალიზი
ხელშეკრულებები წარმოადგენს საქმიანი და სამართლებრივი ურთიერთობების საფუძველს, იქნება ეს ბიზნეს თუ პირადი ურთიერთობები. საქმის ცოდნით შედგენილი ხელშეკრულება იცავს მხარეთა ინტერესებს, ადგენს ურთიერთქმედების მკაფიო წესებს და მინიმუმამდე ამცირებს დავების წარმოშობის რისკს.
ხელშეკრულებების შემუშავება და ანალიზი მოითხოვს იურიდიული ნორმებისა და პრაქტიკაში აღმოჩენილი „წყალქვეშა ქვების“ ცოდნას. ჩვენ, როგორც სპეციალისტები, გირჩევთ, არ იკისროთ ხელშეკრულებების გაფორმების პასუხისმგებლობა და ისარგებლოთ გამოცდილი იურისტის მომსახურებით. თბილისში ამ საკითხში დახმარებას კომპანია Financial Outsource გაგიწევთ.
ხელშეკრულებების გაფორმების ძირითადი წესები
- ფორმულირების სიცხადე და ერთმნიშვნელოვნება. მნიშვნელოვანი დოკუმენტების შედგენისას ერთ-ერთ საკვანძო წესი ორაზროვანი და ბუნდოვანი ფორმულირების თავიდან აცილებას გულისხმობს. ყველა პირობა უნდა იყოს ჩამოყალიბებული რაც შეიძლება ზუსტად, კითხვასხვაობისა და არასწორი განმარტების შესაძლებლობის გამორიცხვის მიზნით.
- ინფორმაციის სისრულე. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს ყველა არსებით პირობას, რომელიც ეხება განხილვის საგანს, ვალდებულებების შესრულების ვადებს, ღირებულებასა და ანგარიშსწორების წესს, ვალდებულებების დარღვევისთვის მხარეთა პასუხისმგებლობას. ყველა აუცილებელი პირობის ჩართვა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ გაუგებრობები და სამართლებრივი დავები.
- კანონმდებლობასთან შესაბამისობა. თითოეული ხელშეკრულება უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ კანონმდებლობას და ითვალისწინებდეს სამართლებრივი ნორმების ცვლილებებს. მნიშვნელოვანია იმის შემოწმება, რომ არ არსებობდეს კანონსაწინააღმდეგო პირობები, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს დოკუმენტის ბათილობა და სხვა სამართლებრივი შედეგები.
- მხარეთა ინტერესების დაცვა. დოკუმენტი დაბალანსებულად უნდა ითვალისწინებდეს ყველა მონაწილის ინტერესებს. ეს მიიღწევა მხარეთა უფლება-მოვალეობების შესახებ დებულებების, დავის გადაწყვეტის მექანიზმების, ფორსმაჟორული გარემოებების და ა.შ. დებულებების შეტანით. თქვენი ინტერესების დასაცავად მნიშვნელოვანია მოვლენათა განვითარების ყველა შესაძლო სცენარის გათვალისწინება.
- საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინება. ხელშეკრულებების შემუშავებისას მნიშვნელოვანია მხარეთა საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინება, იქნება ეს კომერციული საქმიანობის სპეციფიკა, თუ დარგობრივი სტანდარტების მოთხოვნები ან საერთაშორისო ნორმები.
ხელშეკრულებების სამართლებრივი ექსპერტიზა
ხელშეკრულების სამართლებრივი ანალიზი წარმოადგენს მისი შინაარსის კომპლექსურ შემოწმებას კანონთან შესაბამისობის დადგენის, რისკებისა და სამართლებრივი შედეგების იდენტიფიცირების მიზნით. ექსპერტიზის ჩატარება საშუალებას იძლევა, განახორციელოთ შემდეგი:
- ბათილი ან არამკაფიო პირობების გამო შესაძლო რისკების იდენტიფიცირება;
- პირობების მართლზომიერების უზრუნველყოფა, რაც ამცირებს სამართლებრივი დავის ალბათობას;
- დოკუმენტის მხარეთა კონკრეტულ პირობებსა და ინტერესებზე ადაპტირება, გარიგების სპეციფიკისა და სამართლებრივი ველის გათვალისწინებით;
- საგადასახადო და კორპორატიული კანონმდებლობის მოთხოვნებთან ხელშეკრულების შესაბამისობის შემოწმება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის.
ხელშეკრულებების სამართლებრივი ანალიზი მომავალში ისეთი პრობლემებისგან დაგიცავთ, როგორიცაა შესაძლო პრეტენზიები და გაფორმებული დოკუმენტის სასამართლოში გასაჩივრება.
რატომ უნდა მოგვმართოთ?
კომპანია Financial Outsource 2012 წლიდან ახორციელებს ხელშეკრულებების შედგენის პროფესიულ მომსახურებას. ამ წლების განმავლობაში ჩვენ დაგვიგროვდა მნიშვნელოვანი გამოცდილება ცხოვრებისა და ბიზნესის სხვადასხვა სფეროში დოკუმენტების შემუშავებისა და ანალიზის მხრივ. ჩვენს სპეციალისტებს აქვთ ექსპერტიზის მაღალი დონე და რეგულარულად ეცნობიან საკანონმდებლო ცვლილებებს. ეს საშუალებას გვაძლევს შევთავაზოთ კლიენტებს აქტუალური და იურიდიულად დასაბუთებული გადაწყვეტილებები.
ჩვენ მკაცრად ვიცავთ კონფიდენციალურობას და უზრუნველვყოფთ თქვენს საქმიანობასთან და ხელშეკრულებების პირობებთან დაკავშირებული ყველა მონაცემის დაცვას, ინდივიდუალურად ვუდგებით დოკუმენტაციის შემუშავებასა და ანალიზს, თქვენი ბიზნესის სპეციფიკის თუ კონკრეტული სიტუაციის გათვალისწინებით. ჩვენი გადაწყვეტილებები მაქსიმალურად არის ადაპტირებული კლიენტების საჭიროებებსა და ინტერესებზე. თუ გჭირდებათ იურიდიული დახმარება, დაგვირეკეთ. მიუხედავად გარიგების სირთულისა და სპეციფიკისა, ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენი სახელშეკრულებო ურთიერთობების იურიდიულ უსაფრთხოებას.