ფინანსური დაგეგმვა

Финансовое планирование

ბიზნესში ფინანსური დაგეგმვა წარმოადგენს ფინანსური მიზნების მისაღწევად და ფულის სამართავად სტრატეგიების შექმნის პროცესს. ეს არის როგორც პირადი, ისე კორპორატიული აქტივების მართვის საკვანძო ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ დასახოთ გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნები, გააანალიზოთ ორგანიზაციის მიმდინარე მდგომარეობა და განჭვრიტოთ მომავალი შემოსავლები და ხარჯები. ფინანსური დაგეგმვის მომსახურება აუცილებელია, როგორც ინდივიდუალური მეწარმეებისთვის, ისე მსხვილი ორგანიზაციებისთვის. თბილისში ამ საკითხში მაღალკვალიფიციური სპეციალისტის პოვნა კომპანია Financial Outsource-ში შეგიძლიათ.

რას მოიცავს ფინანსური დაგეგმვის სერვისი?

ეფექტიანი ფინანსური დაგეგმვა ყოველთვის დინამიკური პროცესია, დამოკიდებული ეკონომიკისა და ბაზრის ანალიზზე, ბიზნესის აქტუალურ მდგომარეობასა და სხვა ნიუანსებზე. გარე ეკონომიკური ცვლილებებიდან გამომდინარე, საჭიროა რესურსების გამოყენების, მათი მიღების წყაროების ვარიანტების გადახედვა და ადაპტირება და ა.შ.

კონსულტაციების დროს ფინანსური ანალიტიკოსი შეეხება შემდეგ საკითხებს:

  • ორგანიზაციის კონკრეტული ფინანსური მიზნების განსაზღვრა: ფულადი რესურსების სტაბილურობის უზრუნველყოფა, შემოსავლების გაზრდის რეზერვების გამოვლენა, უძრავი ქონების შესყიდვა და სხვა;
  • ფინანსური მდგომარეობის ანალიზი: მიმდინარე აქტივების, ვალდებულებების, შემოსავლებისა და ხარჯების შეფასება კომპანიის ეკონომიკური მდგომარეობის სრული სურათის მისაღებად;
  • დეტალური გეგმის შექმნა, რომელიც მოიცავს სტრატეგიებსა და კონკრეტულ ნაბიჯებს დასახული ბიზნეს მიზნების მისაღწევად;
  • პოტენციური რისკების და მათი მინიმიზების ვარიანტების იდენტიფიცირება. მოიცავს დაზღვევის, ინვესტიციების დივერსიფიკაციის და რისკის შემცირების სხვა მეთოდებს;
  • ფინანსური გეგმის განხორციელება შემდგომი მონიტორინგითა და ქმედებების გადახედვით, ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებების შესაბამისად ნაბიჯების დასაკორექტირებლად;
  • საგადასახადო დაგეგმვა საგადასახადო შეღავათების, გამოქვითვების  ეფექტიანი გამოყენებისთვის და საგადასახადო ვალდებულებების ოპტიმიზაციის მიზნით (მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად).

რა ამოცანებს გადაწყვეტს ფინანსური დაგეგმვა?

ბიზნესში ხარჯებისა და შემოსავლების კომპეტენტური დაგეგმვა გადაწყვეტს რიგ კრიტიკულად მნიშვნელოვან ამოცანას:

  • ბიზნესის განვითარების რაციონალური მიმართულებების განსაზღვრა. ეხმარება კომპანიებს ჩამოაყალიბონ მკაფიო გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნები საწარმოს გაფართოების, ხარჯების შემცირების, მოგებისა და კაპიტალის გაზრდის მიზნით;
  • ბიუჯეტირება. გულისხმობს დეტალური ბიუჯეტის შექმნას, რომელიც ასახავს მოსალოდნელ შემოსავალსა და ხარჯებს. საშუალებას გაძლევთ მართოთ ფულადი ნაკადები და აკონტროლოთ ოპერაციების ეკონომიკური ეფექტიანობა;
  • კაპიტალის მართვა. ანაწილებს საინვესტიციო რესურსებს აღჭურვილობაზე, უძრავ ქონებაზე, ახალ ტექნოლოგიებზე ან სხვა ფირმების შეძენაზე;
  • რისკის ანალიზი და მართვა. ავლენს ფინანსურ რისკებს (საკრედიტო, საოპერაციო) და განსაზღვრავს მათი მინიმიზების გზებს;
  • საგადასახადო დაბეგვრის საკითხები. მოიცავს ეფექტიანი საგადასახადო დაგეგმვისა და საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის სტრატეგიების შემუშავებას, რაც ხელს უწყობს საგადასახადო ვალდებულების შემცირებას;
  • კომპანიის რენტაბელურობის უზრუნველყოფა. უზრუნველყოფს იმის გარანტიას, რომ კომპანიას ყოველთვის აქვს საკმარისი სახსრები მიმდინარე ვალდებულებების დასაფარად და ახალ შესაძლებლობებში საინვესტიციოდ.

კომპანია Financial Outsource უზრუნველყოფს ფინანსური დაგეგმვის მომსახურებას ხელსაყრელ ფასებში. ჩვენი სპეციალისტები დახმარებას გაგიწევთ ბიზნესის წარმატებული წარმოების ფინანსური მოდელის შექმნაში, ასევე შეაფასებენ კომპანიის განვითარების სამომავლო შედეგებს მიმდინარე და წარსულ მონაცემებზე დაყრდნობით.

ჩვენი მთავარი კლიენტები არიან

financial outsource_wizzair logo
qspeed_logo-4
financial outsource_save the children logo
financial outsource_process solutions logo
fivlo-2
financial outsource_Iberia business group logo
financial outsource_GPI Holding logo
financial-outsource_eurofasad-logo-2
financial outsource_Eden Rent wizz car logo
financial outsource_cube logo
financial outsource_demax group logo black
financial outsource_Caucasus Research Resource Center logo
financial outsource_belnat logo
nba-logo-2
rotary-logo-2
financial outsource_eurofast logo black
financial outsource_altitude logo black
aldagi-2
Anapea-logo-2
mplus-logo-2
paydustry-logo-2
SKY_INN_Batumi-2
Bitanica-3