ფინანსური აუთსორსინგი

სრულ განაკვეთიანი ფინანსური დეპარტამენტი ძვირი სიამოვნებაა, თუმცა მთელი რიგი კომპანიები ამის გარეშეც წარმატებით ვითარდებიან. თუ თქვენ გაქვთ შედარებით მცირე კომპანია და არ გაქვთ საშუალება დაიქირავოთ პერსონალური სბუღალტერი, გამოყოთ შესაბამისად ტექნიკურად აღჭურვილი სამუშაო ადგილი ჩვენი სერვის ჯგუფი მზადაა შედარებით დაბალ ფასად გაგიწიოთ სრულყოფილი მომსახურება.

ჩვენს პროფესიონალ სპეციალისტებს გააჩნიათ ფართე პროფილის გამოცდილება, საბუღალტრო, სააღრიცხვო, სახელფასო, დებიტორ-კრედიტორების, ყოველთვიური ანგარიშგების, ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზისა და ადგილზე ოპერაციების აღრიცხვის სფეროში. თუ გსურთ გაზარდოთ თქვენი საბუღალტრო დეპარტამენტი, ანდა გამოიყენოთ პროფესიონალი აუთსორსი ნგის ფუნქცია თქვენს საბუღალტრო დეპარტამენტში, ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ შესაბამისი ბუღალტრული გადაწყვეტები და სერვისები რათა დავაკმაყოფილოთ თქვენი პროფესუინალური მოთხოვნები.
ამ სფეროში ჩვენს მიერ შემოთავაზებული სერვისები მოიცავს:

ფინანსური მენეჯმენტის სერვისი:
• სააღრიცხვო დეპარტამენტის დაგეგმვა და/ან კონტროლი;
• ადმინისტრაციული მენეჯმენტი;
• თვის დახურვა და ფინანსური ანგარიშგების კონტროლი;
• საგადასახადო დეკლარაციებისა და მესამე მხარესთან დაკავშირებული ანგარიშგების კონტროლი;
• სტრატეგიული დაგეგმვა, ბიუჯეტების მომზადება და მონიტორინგი;
• ბანკებთან და საკრედიტო დაწესებულებებთან ურთიერთობის მოწესრიგება;
• პრევენციული კონსულტაციები და ფინანსური ანალიზი.

კონტროლერის სერვისი Controller Services:
• ნაღდი ფულის ნაკადების პროგნოზირება და მენეჯმენტი;
• დებიტორ-კრედიტორების ანგარიშების მენეჯმენტი;
• მთავარი წიგნისა და ანგარიშების შედარება;
• თვის გადახურვის სისტემა;
• ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება;
• შიდა კონტროლის ანალიზი;
• მესამე მხარის რეპორტების მომზადება;
• სპეციალიზირებულ პროექტებში მონაწილეობა;
• სახელფასო ანგარიშგების კონტროლი და საგადასახადო დეკლარირება.

ბუღალტერიისა და ნაღდი ფულის მოძრაობის ყოველდღიური კონტროლი:
• საგადასახადო ანგარიშგება
• საბუღალტრო გატარებები
• ყოველდღიური საბუღალტრო საკითხების საჭიროებისამებრ ადგილზე გადაწყვეტა;
• ბუღალტერიის დანერგვა და ტრეინინგები;
• სახელფასო ანგარიშების მომზადება;
• საშემოსავლო გადასახადის აღრიცხვა-დეკლარირება

ჩვენი მთავარი კლიენტები არიან

financial outsource_wizzair logo
qspeed_logo-4
financial outsource_save the children logo
financial outsource_process solutions logo
fivlo-2
financial outsource_Iberia business group logo
financial outsource_GPI Holding logo
financial-outsource_eurofasad-logo-2
financial outsource_Eden Rent wizz car logo
financial outsource_cube logo
financial outsource_demax group logo black
financial outsource_Caucasus Research Resource Center logo
financial outsource_belnat logo
nba-logo-2
rotary-logo-2
financial outsource_eurofast logo black
financial outsource_altitude logo black
aldagi-2
Anapea-logo-2
mplus-logo-2
paydustry-logo-2
SKY_INN_Batumi-2
Bitanica-3