საკადრო აუდიტი

საკადრო აუდიტი წარმოადგენს ორგანიზაციაში დოკუმენტაციისა და პერსონალის მართვის მეთოდების კომპლექსურ შემოწმებას, რათა დადგინდეს შრომის კანონმდებლობასა და შიდა ნორმატიულ აქტებთან მათი შესაბამისობა. ეს ხელს უწყობს კადრების აღრიცხვის წარმოებაში ხარვეზების გამოვლენასა და გამოსწორებას, პერსონალთან ურთიერთობის გაუმჯობესებას და ისეთი რისკების შემცირებას, რომლებიც დაკავშირებულია თანამშრომელთა და მაკონტროლებელ ორგანოთა შესაძლო პრეტენზიებთან.

თბილისში საკადრო აუდიტის ჩატარების შეკვეთის მიზნით, მიმართეთ კომპანია Financial Outsource-ს. ჩვენ დაგეხმარებით თანამშრომლების უფლებების დაცვის უზრუნველყოფაში და შემოგთავაზებთ პერსონალის მართვის პროცესების ოპტიმიზაციის გზებს, კომპანიის მუშაობის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად.

საკადრო აუდიტის ჩატარების მიზნები

შიდა საკადრო აუდიტი განკუთვნილია შემდეგი მიზნებისთვის:

  • შრომის კანონმდებლობის დაცვის კონტროლი. აუდიტის მთავარი ამოცანაა საკადრო დოკუმენტაციის მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება. ეს მოიცავს შრომითი ხელშეკრულებების, ბრძანებების, დებულებების, შვებულების გრაფიკების, თანამშრომლების პირადი საქმეების და სხვა დოკუმენტების ანალიზს. გამოვლენილი დარღვევები იწვევს ჯარიმებსა და სასამართლო დავებს;
  • კადრების აღრიცხვის ეფექტიანობის შეფასება. შემოწმება აჩვენებს, რამდენად ეფექტიანად არის ორგანიზებული პროცესები კომპანიაში. აუდიტორი აანალიზებს სამუშაო დროის აღრიცხვას, ხელფასის დარიცხვას, შვებულებისა და საავადმყოფო ფურცლის გაფორმებას. აგრეთვე იკვლევს, შეესაბამება თუ არა თანამშრომლის ფაქტობრივი სამუშაო მის თანამდებობრივ მოვალეობებს.
  • რისკების მინიმიზება. საკადრო აუდიტი ავლენს თანამშრომელთა და მაკონტროლებელ ორგანოთა მხრიდან პრეტენზიების წამოყენების რისკებს. ეს შეიძლება იყოს ხელფასის არასწორი დარიცხვა ან თანამშრომლების უფლებების დარღვევა.
  • ბიზნეს პროცესების ოპტიმიზება. შემოწმების მონაცემები ხელს უწყობს იმის განსაზღვრას, თუ რა მოითხოვს გადახედვას შრომით საქმიანობაში, სად არის საჭირო განსაკუთრებული კონტროლი და სად შესაძლებელია ბიზნეს პროცესების გამარტივება. ასეთი დინამიკური მიდგომა აუმჯობესებს კომპანიის მწარმოებლურობას.
  • ხარისხიანი მომზადება შემოწმებებისთვის. საკადრო აუდიტი ეხმარება კომპანიას სახელმწიფო ორგანოების შემოწმებისთვის მომზადებაში. აუდიტორი წინასწარ გამოავლენს დარღვევებს და იძლევა რეკომენდაციებს მათ აღმოფხვრაზე შემმოწმებლების ვიზიტამდე.

საკადრო საქმისწარმოების აუდიტს, როგორც წესი, ის მეწარმეები უკვეთავენ, რომელთაც სურთ თავიანთ კომპანიაში გააუმჯობესონ ბიზნეს პროცესები, შეამცირონ ფინანსური რისკები და გამოავლინონ სამართლებრივი ხარვეზები. სინამდვილეში, ეს პროცესი მნიშვნელოვანი და აქტუალურია თითოეული ორგანიზაციისთვის.

რა ტიპის შეცდომების გამოვლენა შესაძლებელია საკადრო დოკუმენტაციის აუდიტის დროს?

  • შრომითი ხელშეკრულებების არასწორი გაფორმება. მაგალითად, აუცილებელი პირობების არარსებობა, ხელშეკრულების მოქმედების ვადის არასწორი მითითება, თანამშრომლის ფაქტობრივ მოვალეობებისა და ხელშეკრულებაში გაწერილი მოვალეობების შეუსაბამობა.
  • დოკუმენტების გაფორმების ვადებისა და წესების დარღვევა. კომპანიებში ხშირად წარმოიშვება პრობლემები ისეთი დოკუმენტაციის გაფორმების ვადების დაცვასთან დაკავშირებით, როგორიცაა სამსახურში მიღების, სხვა თანამდებობაზე გადაყვანის და სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებები.
  • თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოების შეცდომები. პირადი საქმეები უნდა შეიცავდეს დოკუმენტების სრულ კომპლექტს: პასპორტის ასლები, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, შრომითი ხელშეკრულებები, ბრძანებები, განცხადებები და სხვა. აუცილებელი დოკუმენტების არარსებობა, მათი არასწორი გაფორმება და შენახვა რისკებს წარმოქმნის.
  • სამუშაო დროის აღრიცხვის ტაბელის არასწორი წარმოება. აღრიცხვის შეცდომები იწვევს ხელფასის არასწორ დარიცხვას.
  • ხელფასების დარიცხვის და გადახდის დარღვევები. საკადრო აუდიტის დროს ხშირად გამოვლინდება ხელფასების დარიცხვისა და გადახდის შეცდომები, მაგალითად, დანამატების, პრემიის, შვებულების ანაზღაურების ან სხვა გადახდების არასწორი გაანგარიშება.
  • შრომის დაცვის მოთხოვნების შეუსრულებლობა. ეს კიდევ ერთი ხშირი შეცდომაა. აქ იგულისხმება სავალდებულო ინსტრუქტაჟის, სამედიცინო შემოწმებების და სპეციალური ტანსაცმლის არარსებობა.

Financial Outsource-ის სპეციალისტები დახმარებას გაგიწევენ თქვენი ბიზნესის სტაბილური და უსაფრთხო განვითარების უზრუნველყოფაში. უბრალოდ დაგვირეკეთ!

 

ჩვენი მთავარი კლიენტები არიან

financial outsource_wizzair logo
qspeed_logo-4
financial outsource_save the children logo
financial outsource_process solutions logo
fivlo-2
financial outsource_Iberia business group logo
financial outsource_GPI Holding logo
financial-outsource_eurofasad-logo-2
financial outsource_Eden Rent wizz car logo
financial outsource_cube logo
financial outsource_demax group logo black
financial outsource_Caucasus Research Resource Center logo
financial outsource_belnat logo
nba-logo-2
rotary-logo-2
financial outsource_eurofast logo black
financial outsource_altitude logo black
aldagi-2
Anapea-logo-2
mplus-logo-2
paydustry-logo-2
SKY_INN_Batumi-2
Bitanica-3
index-g
ah_3