საგადასახადო ანგარიშგება

თანამედროვე ბიზნეს და საგადასახადო გარემო მზარდი კომპლექსურობით ხასიათდება, სულ უფრო და უფრო იზრდება მოთხოვნა გამჭვირვალობაზე, საგადასახადო ორგანოებს მოეთხოვებათ სულ უფრო მეტი ეფექტურობა, რაც ბიზნესს მზარდი გამოწვევების წინაშე აყენებს.

იმისათვის, რომ დაგეხმაროთ წარმოდგენილ მოთხოვნებთან თანხვედრაში, გთავაზობთ შემდეგ სერვისებს:

  • საგადასახადო ანგარიშგება: კონსულტაციები ყოველთვიურ და ყოველწლიურ საგადასახადო ანგარიშგებასთან დაკავშირებით.
  • საგადასახადო რისკები: მნიშვნელოვანი საგადასახადო რისკების იდენტიფიცირება და პრიორიტეტების გამოყოფა, აგრეთვე დახმარება საგადასახადო აუდიტის პროცედურებსა და საგადასახადო დავებში.

ჩვენს მიერ გაწეული სერვისი ყოველთვის თანხვედრაშია კლიენტის ინდივიდუალურ საჭიროებებთან, რაც გამომდინარეობს კომპანიის საგადასახადო დაგეგმვის პრინციპებიდან.