საბუღალტრო მომსახურება
ბუღალტრული მომსახურების ცენტრი Financial Outsource, გთავაზობთ კვალიფიციურ მომსახურებას ბუღალტრულ და ადამიანური რესურსების სფეროში, ქალაქ თბილისში. 30-ზე მეტი პროფესიონალი, რომლებიც ფლობენ ფართო სპექტრის გამოცდილებას, ყოველდღიურად მუშაობენ კლიენტების ბუღალტრულ, ადამიანური რესურსების და საგადასახადო ანგარიშგების საკითხებზე, რაც კლიენტებს უთავისუფლებს დროს ბიზნესის ძირითადი ამოცანების გადასაწყვეტად.
ჩვენს კომპანიაში, თითოეულ კლიენტთან, მიმაგრებულია პერსონალური მენეჯერი და ბუღალტერი. აღნიშნული სპეციალისტები ინდივიდუალურად უზრუნველყოფენ კომპლექსურ ბუღალტრულ მომსახურებას: უზრუნველყოფენ ბუღალტრულ პროგრამებში დოკუმენტაციის სრულ და დროულ ასახვას, აკვირდებიან ანგარიშგებას და ასრულებენ ყოველდღიურ ფინანსურ დავალებებს, შეიმუშავებენ საიმედო და ეფექტურ სტრატეგიებს, რომლებიც ხელს უწყობენ ჩვენი კლიენტების ბიზნეს-მიზნების სწრაფ მიღწევას.
თუ გჭირდებათ კვალიფიციური და, რაც მთავარია, გამოცდილი ბუღალტერი, მომსახურებისთვის მიმართეთ Financial Outsource-ს. ჩვენ ვიძლევით გარანტიას მაღალი ხარისხის სამუშაოს, საერთაშორისო პროფესიული სტანდარტებისა და ბუღალტრული ეთიკის კოდექსის შესაბამისობის კუთხით.
რა სახის მომსახურებას გთავაზობთ ჩვენ?
ჩვენს კომპანიაში შეგიძლიათ შეუკვეთოთ ყველა სახის ბუღალტრული მომსახურება, ხელსაყრელი ფასით, ბიზნესის სწორად წარმოებისათვის:
- ფინანსური ანგარიშგების წარმოება;
- ბიზნესის შიდა კონტროლის სისტემის წარმოება;
- ბუღალტრული აღრიცხვა კომპანიებისთვის;
- ფინანსური სახსრების მოძრაობის კონტროლი;
- ბიზნესის ბიუჯეტირება;
- ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
- ხელფასის დარიცხვა და ადამიანური რესურსების აღრიცხვა;
- ბუღალტრული პროგრამების შერჩევა და დანერგვა;
- ფინანსური დეპარტამენტის პერსონალის გადამზადება.
2019 წლის 15 თებერვალიდან, ჩვენი კომპანია ოფიციალურად არის რეგისტრირებული ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის აუდიტორთა რეესტრში, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, ჩავატაროთ ფინანსური აუდიტი სოფლის მეურნეობის საწარმოებისთვის. თუ ბუღალტრულ საკითხებში გჭირდებათ დახმარება, დაგვირეკეთ ან შეუკვეთეთ უფასო კონსულტაცია ჩვენს ვებ-გვერდზე.
პროფესიონალი ბუღალტრის მოწვევის უპირატესობები
დღეს უფრო და უფრო მეტი კომპანია ირჩევს აუთსორსინგის ბუღალტერს, ნაცვლად ჩვეულებრივი შტატიანი ბუღალტერისა, და ამისთვის არსებობს უაღრესად მნიშვნელოვანი მიზეზები:
- ეს ხელსაყრელია. ბუღალტრული მომსახურების ხარჯი დამოკიდებულია მომსახურების სახესა და რაოდენობაზე. ხშირად, გარკვეულ დავალებებს მეწარმე თავად იღებს, რაც საშუალებას იძლევა კომპანიის ბიუჯეტის ეკონომიისთვის;
- ეს მოსახერხებელია. არ არის საჭირო ოფისზე და სპეციალისტებისთვის სამუშაო ადგილების მოწყობაზე ფიქრი. აუთსორსინგის ბუღალტერი შეიძლება მუშაობდეს დისტანციურად ან მიაწოდოს ერთჯერადი ექსპერტული დახმარება;
- ეს პროფესიონალურია. რთულია შტატიან სპეციალისტს სთხოვო მისი გაუმჯობესება ექსპერტიზის კუთხით. თუ მოწვეული ბუღალტერი, რაიმე მიზეზით, თქვენ არ გამოგადგებათ, ყოველთვის შეგიძლიათ აცნობოთ ეს თქვენს პერსონალურ მენეჯერს და ის მოაგვარებს ამ საკითხს.
რატომ არის აუთსორსინგი უფრო ხელსაყრელი ვიდრე შტატიანი ბუღალტერი?
- აუდიტის ბუღალტრული მომსახურების ფიქსირებული ღირებულება კონტრასტშია შტატიანი თანამშრომლის ხარჯებთან, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ გადასახადებს, დაზღვევის შენატანებს და სამუშაო ადგილის უზრუნველყოფას.
- სპეციალიზებული კომპანიისადმი მიმართვა იძლევა ფართო სპექტრის ცოდნასა და გამოცდილებასთან ხელმისაწვდომობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მუდმივად ცვალებადი კანონმდებლობის პირობებში.
- ბუღალტრული აუთსორსინგი არამხოლოდ მიმდინარე დავალებების შესრულების გარანტიას იძლევა, არამედ ეხმარება გადასახადების ოპტიმიზაციასა და ფინანსური რისკების შემცირებაში.
- აუთსორსინგის კომპანიები სთავაზობენ მოქნილი თანამშრომლობის პირობებს, რაც საშუალებას იძლევა შერჩეულ იქნეს ოპტიმალური მომსახურების პაკეტი, დამკვეთის საჭიროებებისა და ბიუჯეტის შესაბამისად.
ჩვენი ბუღალტრული მხარდაჭერა – თქვენი წარმატება!
12 წლის წარმატებული მუშაობის განმავლობაში, Financial Outsource-ის სპეციალისტებმა დახმარება გაუწიეს 150-ზე მეტ კლიენტს. ჩვენი საექსპერტო მხარდაჭერის წყალობით, მეწარმეებმა შეძლეს ბიზნესის ძირითად ასპექტებებზე ფოკუსირება, ხოლო ჩვენ უზრუნველვყავით მათ კომპანიებში საიმედო და ხარისხიანი ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვა. ეს გადაწყვეტილება აღმოჩნდა წარმატებული სტრატეგია, რომელიც ხელს უწყობს მდგრად განვითარებას და ბიზნესის ზრდას.
Financial Outsource-თან თანამშრომლობის განაცხადის დატოვება შეგიძლიათ ტელეფონის საშუალებით ან ჩვენს ვებ-გვერდზე (ამისათვის, დააწკაპუნეთ ღილაკზე „უფასო კონსულტაცია“). ასევე, შეგიძლიათ მოინახულოთ ჩვენი ოფისი თბილისში და თქვენთვის საინტერესო საკითხებზე მოითხოვოთ კონსულტაცია.