კორპორაციული ფინანსები

კომპანიის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში მრავალმხრივ შეიძლება წარმოიქმნას კორპორაციული ფინანსური მომსახურების საჭიროება, მათ შორის – ფინანსური რესურსების მოძიება, წილების შეძენა-გასხვისება, შერწყმა, რესტრუქტურიზაცია და ლიკვიდაცია.

კორპორაციული ფინანსები ბიზნესისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას წარმოადგენს. მისი საშუალებით კომპანიებს ხელი მიუწვდებათ კაპიტალზე, რაც საჭიროა მათი ზრდისა და გაფართოებისათვის.

Financial Outsource-ის კორპორაციული ფინანსები მოიცავს შემდეგ სერვისებს:

  • ბიზნესის შეფასება
  • შერწყმა
  • ბიზნესის ყიდვა-გაყიდვა
  • პარტნიორის შემოწმება