Financial Outsource-ის მონაწილეობა ეკონომიკური თავისუფლების ახალგაზრდული ინიციატივების ფორუმში

კომპანია Financial Outsource იყო მნიშვნელოვანი პარტნიორი 1-3 ნოემბერს გამართული ახალგაზრდული ინიციატივების ფორუმის „ეკონომიკური თავისუფლება – დიდებული საქართველოსთვის“, რომელიც ახალი ეკონომიკური სკოლისა და სასკოლო კლუბების ასოციაციის ორგანიზებით ჩაატარდა საქართველოს უნივერსიტეტში.

ფორუმის ფარგლებში ახალგაზრდებმა ნაყოფიერად იმუშავეს კერძო სექტორის გაფართოების, სასამართლო დამოუკიდებლობის, სავალუტო კონკურენციის გაზრდის, საგარეო ვაჭრობის გამარტივებისა და ბიზნეს რეგულაციების შემცირების საკითხებზე და ჩამოაყალიბეს პრაქტიკული რეკომენდაციები ეკონომიკური რეფორმებისთვის.

Financial Outsource-ის მიერ დაწესებული პრიზი გადაეცა “შრომითი ბაზრის რეფორმის” პროექტის ავტორებს, რომელმაც ფორუმის ექსპერტთა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

ხოლო მონაცემთა დამუშავებაში გამოჩენილი განსაკუთრებული უნარებისთვის დაწესებული “მონაცემთა მბრძანებელის” სერტიფიკატი გადაეცა ლუკა ბაგაურს.

Similar Posts