დაგროვებითი საპენსიო სქემა
2019 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანა დაგროვებით საპენსიო სქემაზე გადადის. საპენსიო რეფორმის შედეგად სახელმწიფოსთან ერთად საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულება ეკისრებათ: დამსაქმებლებს, საქართველოს მოქალაქე რეზიდენტ ფიზიკურ პირებს და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე რეიდენტ ფიზიკურ პირებს. შენატანის ჯამური პროცენტული ოდენობა მერყეობს 4%-დან 6%-მდე და დამოკიდებულია წლიური დასაბეგრი ხელფასის ან/და თვითდასაქმებულის შემოსავლის მოცულობაზე.
ხელფასის სახით ან/და თვითდასაქმებულის მიერ შემოსავლის სახით მიღებული თანხა [ლარი] | დამსაქმებლის მიერ განსახორციელებელი შენატანის მოცულობა [%] | დასაქმებულის მიერ განსახორციელებელი შენატანის მოცულობა [%] | სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი შენატანის მოცულობა [%] | სულ [%] |
არ აღემატება 24000 ლარს |
2 |
2 | 2 |
6 |
>24000 და <60000 |
2 |
2 | 1 |
5 |
აღემატება 60000 ლარს |
2 |
2 | 0 |
4 |
აღნიშნულ სქემაში გაწევრება სავალდებულოა ყველა დასაქმებულისთვის, ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილში, გარდა იმ დასაქმებულისა, რომელსაც 2019 წლის პირველ იანვრამდე შეუსრულდება 60 წელი [ქალის შემთხვევაში – 55 წელი]. ასევე დასაქმებული, რომელსაც კანონის ამოქმედებამდე [06.08.2018-მდე] შეუსრულდა 40 წელი და რომელსაც არ სურს იყოს მონაწილე, უფლებამოსილია, უარი განაცხადოს დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე. დასაქმებული, რომელსაც 2019 წლის 1 იანვრამდე შეუსრულდება 60 წელი [ქალის შემთხვევაში – 55 წელი] და თვითდასაქმებული ფიზიკური პრები საპენსიო სქემის მონაწილეები ხდებიან ნებაყოფლობით. აგრეთვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ „საქართველოს კანონი დაგროვებითი პენსიის შესახებ“ გვთავაზობს ხელფასის მისეულ განმარტებას, რაც განსხვავდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით ჩამოყალიბებული განმარტებისაგან. დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ხელფასი განმარტებულია როგორც მომსახურების გაწევით მიღებული ის შემოსავალი, რომელიც იბეგრება გადახდის წყაროსთან, აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლით გათვალისწინებული ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი, საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად [გარდა შემოსავლისა, რომელიც, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის შესაბამისად, არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, როიალტით, ქირით, იჯარით მიღებული და საინვესტიციო შემოსავლისა] – რაც გულისხმობს იმას რომ, საპენსიო შენატანის ვალდებულება წარმოიშვება იმ შემთხვევაშიც კი თუ ფიზიკური პირის მიერ ხდება მომსახურების გაწევა [გარდა რამდენიმე გამონაკლისი შემთხვევისა]. აღნიშნული საპენსიო სქემა საკმაოდ მძიმე ტვირთად დააწვება დამსაქმებლებს და დასაქმებულებს, თუ დასაქმებულის დარიცხული ხელფასი განისაზღვრება 100 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში, დასაქმებულის პირად საბანკო ანგარიშზე ან/და ნაღდი ანგარიშსწორებით გადასახდელი და საპენსიო ფონდში გადასარიცხი თანხები მოცემულია ცხრილში
ხარჯის სახე | 2019 წლის 1 იანვრამდე | 2019 წლის 1 იანვრიდან |
დასაქმებულის მიერ ხელზე აღებული ხელფასის ოდენობა [ე.წ. Net] [ლარი] | 80 | 78.4 |
საშემოსავლო გადასახადი [ლარი] | 20 | 19.6 |
დამსაქმებლის მიერ განსახორციელებელი საპენსიო შენატანი [ლარი] | 0 | 2 |
დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის დასაკავებელი საპენსიო შენატანი [ლარი] | 0 | 2 |
სულ ხარჯი: | 100 | 102 |
ხოლო რაც შეეხება საპენსიო აქტივების ინვესტირებას ამ მიზნით საპენსიო სააგენტოში უნდა შეიქმნას საინვესტიციო სამსახური. საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო განსაზღვრავს საპენსიო აქტივებთან დაკავშირებულ საინვესტიციო პოლიტიკას; აქტივების მართვას კი განახორციელებს აქტივების მმართველი კომპანია (კომპანიები). საინვესტიციო საბჭო თითოეული აქტივების მმართველი კომპანიისთვის (არსებობის შემთხვევაში) ამტკიცებს დეტალურ საინვესტიციო სახელმძღვანელოს თითოეული ტიპის საინვესტიციო პორტფელისთვის.