Select Page

დავიწყებთ იმით, რომ “ეკოლოგიური აუდიტი” და “ეკოლოგიური საკითხების გათვალისწინება ფინანსური ანგარიშგების აუდიტში”, სრულიად განსხვავებული ცნებებია.
ეკოლოგიური აუდიტის მიზანია განისაზღვროს:
ა. საწარმოს საქმიანობაში წარმოქმნილი მავნე ფაქტორის გავლენის ხარისხი და შესაძლო მასშტაბები გარემოზე.
ბ. რა შეიძლება მოჰყვეს კონკრეტული საწარმოს განთავსებას მოცემულ ტერიტორიაზე.
გ. საწარმოს საქმიანობის ფაქტიური გავლენა გარემოზე – მიწაზე, წყალზე, ჰაერზე, ფლორაზე და ფაუნაზე.
გ. რა არის აუცილებელი, გარემოს დაჭუჭყიაბებასთან დაკავშირებული რისკების გონებრივ მინიმუმამდე დასაყვანად.
ყველა ეს სამუშაო განეკუთვნება ეკოლოგიურ აუდიტსა და შესაბამის სამართლის, სათანადო კვალიფიკაციისა და კომპეტენციის სპეციალისტების საქმიანობის სფეროს.
ამავე დროს, გარემოს დაცვის, ანუ ეკოლოგიური პრობლემები სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ცალკეული საწარმოს, დარგის, რეგიონოსა და მთლიანად სახელმწიფოსათვის. ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება, რიგ შემთხვევებში მოითხოვენ არსების ფინანსურ, მატერიალურ და ადაამაინურ რესურსებს, და სერიოზულ, ზიგჯერ კი საბედისწრო გავლენას ახდენენ საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე. ამდენად ეკოლოგიური საკითხები, ამ საკითხების მოგვარებისადმი საწარმოს ადმინიდტრაციის მიდგომა, რომლებიც პასუხიმგებელი არიან ამ პრობლემების აღიარებაზე, შეფასება ფინანსურ ანგარიშგებში ასახვაზე, სულ უფრო აქტუალური ხდება ფინანსური ანგარიშგების ტრადიციული მომხმარებლებისათვის.
რიგი საწარმოებისათვის, მათი საქმიანობის ხასიათისა და მასშტაბების გათვალისწინებით, ეკოლოგიური პრობლემები შესაძლოა სულაც არ იყოს არსებითი, და შესაბამისად არც გახდეს აუდიტორების ყურადღების ობიექტი.
იმ საწარმოთა ფინანსური ანგარიშგება, რომლებსაც აქვთ მეტნაკლებად არსებით ეკოლოგიური პრობლემები, მათი ფინანსური ანგარიშგება აუნდა გახდეს აუდიტორების ყოველმხრივი დამატებითი შესწავლის საგანი. აუდიტორმა წინასწარ უნდა განსაზღვროს:
ა. მოქმედი ეკოლოგიური კანონმდებლობის, დამკვეთისა და ფინანსური ანგარიშგების იტერესების გათვალისწინებით, განსაზღვროს საჭიროა თუ არა ეკოლოგიური პრობლემების გათვალისწინება ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროცესში.
ბ. რას უნდა დაეთმოს მთავარი ყურადღება საწარმოს ფინანსურ ანგარიშგებაში, ეკოლოგიური საკითხებთან მიმართებაში.
გ. რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ეკოლოგიურმა პრობლემებმა საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე და ფინანსურ ანგარიშგებაზე.
დ. ეკოლოგიური საკითხების შესწავლისა და ჩამოყალიბების თანმიმდევრობა.
ფინანსური ანგარიშგების მიზანია – მისცეს მის მომხმარებელს საკმარისი ინფორმაცია საწარმოს ფინანსური მდგომარეობის შესახებ, დასაბუთებული და დროული ეკონომიკური გადაწყვეტილების მისაღებად.
ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მიზანია: შესაძლებლობა მისცეს აუდიტორს გამოხატოს თავისი მოსაზრება იმის შესახებ, მომზადებულია თუ არა ფინანსური ანგარიშგება მოქმედი წესებისა და ნორმების დაცვით, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით. აუდიტორის მოსაზრება შეეხება მთელ ფინანსურ ანგარიშგებას და არა მის რომელიმე ნაწილს (თუ კლიენტსა და აუდიტორს შორის დადებული ხელშეკულება სხვას არ ითვალისწინებს). ამდენად თუ აუდიტორი საჭიროდ ჩათვლის, აუდიტის პროცესში უნდა გაანალიზდეს საწარმოს წინაშე არსებული ეკოლოგიური პრობლემების ფინანსური ასპექტები და მასთი ასახვის სისწორე ფინანსურ ანგარიშგებაში. ასეთი ამოცანა, როგორც წესი მოითხოვს სამართლის, ეკოლოგიის, ტექნიკისა და ტექნოლოგიების სხვადასხვა დარგის სპეციალისტების კვალიფიკაციასა და კომპეტენციას. აუდიტორმა უნდა მიიღის საიმედო ინფორმაცია იმის თაობაზე:
* არის თუ არა კონკრეტული ფაქტი თუ მოვლენა ეკოლოგიური კანონმდებლობის დარღვევა.
* რამდენად არის საკმარისი საწარმოში დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებები საკმარისი შესაძლო ეკოლოგიური პრობლემების ასაცილებლად.
* მიღებული ან მისაღები, გარემოს დაცვის მარეგულირებელი ნორმატიული აქტი ხომ არ მოახდენს გავლენას საწამოს ფინანსურ მდგომარეობაზე.
* ეკოლოგიასთან დაკავშირებული ექსტრემალური სიტუაციები, ხომ არ გახდება საწარმოს საქმიანობის შეწყვეტის მიზეზი.
როგორც წესი, აუდიტორის ცოდნის დონე ეკოლოგიურ საკითხებთან მიმართებაში, ბევრად დაბალია საწარმოს წამყვანი სპეციალისტებისა და დარგის ექსპერტების ცოდნაზე. ამდენად, აუდიტორის ცოდნა საკმარისი იუნდა იყოს იმისათვის, რომ მან შეძლოს ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებული მოვლენების, ოპერაციებისა და პრაქტიკული საქმიანობის იდენტიფიკაცია, სპეციალისტებისათვის კითხვების დასმა და მიღებული პასუხების სათანადოდ ინტერპრეტაცია და გაგება. აუდიტორს უნდა შეეძლოს პასუხების მოპოვება კითხვებზე, როგორებიცაა:
*არის თუ არა საწარმოში პროცესები და ნივთიერებები, რომლებმაც შესაძლოა არსებითი გავლენა მოახდინოს გარემოზე.
*სად გამოიყენება საშიში ნივთიერებები.
*ფაქტორები, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს, მომხმარებლებზე, თაანამშრომლებზე და ადამიანებზე, რომლებიც ცხოვრობენ საწარმოს უშუალო სიახლოვეს.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს აუდიტორმა, ეკოლოგიურ ფაქტორების ასახვასთან დაკავშირებული აუდიტორული რისკის შეფასებას ფინანსური ანგარიშგების დონეზე, კერძოდ:
*საკანონმდებლო ან სახელშეკრულებო მოთხოვნებთან დაკავშირებული შეფასების შესაბამისობის რისკი.
*ეკოლოგიურ კანონმდებლობასთან შეუთავებლობის რისკი.
*მომხმარებელთა და საქმიანი პარტნიორების ეკოლოგიური მოთხოვნების შესაძლო შედეგები ფინანსურ მდგომარეობაზე.
აუდიტორმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს:
ა.ეკოლოგიურ პრობლემებთან საწარმოების ადმინისტრაციებისა და საერთოდ ხელისუფლების ტრადიციული მიდგომა, ანუ თვალის დახუჭვა ასეთ პრობლემებზე. როორც წესი ასეთი მოვლენები საგულდაგულოდ იმალება საზოგადოებისაგან გახმაურების შემთხვევაში კი პოლიტიკური ინსტიტუტი, რომელიც პასუხს აგებს ამ სფეროზე, დაუყოვნებლივ წარმოადგენს შესაბამის გადაწყვეტილებას, რომელშიც ძალიან ბევრია ნათქვამი და არაფერი იმაზე, თუ ვინ, როოდის, რა და რა სახსრებით უნდა გააკეთოს პრობლემის მოსაგვარებლად.
ბ. დღეისათვის ეკოლოგიური პრობლემებზე მუდმივი სამთავრობო, არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციის კონტროლის, მონიტორინგისა თუ ზრუნვის არაეფექტურობა. სუსტია, ზოგჯერ კი საერთოდ არ არსებობს ინფორმაციის გაცვლა ამ ორგანოებს შორის, რაც ამცირებს ეკოლოგიური ფაქტორების შეფასების ხარისხს, ან საერთოდ ნულამდე დაჰყავს იგი.
დღემდე რჩება სერიოზული უთანხმოება ეკოლოგიური აუდირების ტერმინის ირგვლივ. სრულყოფას მოითხოვს ორგანიზაციული და საინფორმაციო კაავშირები ასეთი აუდირების განმახორციელებს მრავალრიცხოვან ორგანიზაციებს შორის, რაც სულაც არ უწყობს ხელს გარემოს დაცვას, ეკოლოგიური ვითარების გაუმჯობესებას, ეკოლოგიურად სუთა ოროდუქციისა და წარმოების შექმნას. როგორც უკვე ღვნიშნეთ, ეკოლოგიური აუდიტი და ეკოლოგიური საკითხების გათვალისწინება ფინანსური ანგარიშგების აუდიტში, ერთი და იგივე არ არის. აღვნიშნეთ ისიც, რომ საწარმოს დამოკიდებულება ეკოლოგიური პრობლემებისადმი გავლენს ახდენს მის მიმდინარე და სამომავლო ფინანსურ მდგომარეობაზე, რაც სათანადოდ უნდა იყოს ასახული საწრმოს ფინასნსურ ანგარიშგებაში, რაც ძალზე მნსვნელოვანია აწარმოს ფინანსური ანგარიშგების მომხმარებელთა უკლებლივ ყველა ჯგუფისათვის და პირველ რიგში ინვესტორებისათვის. ძალზე ნაკლებად არის სავარაუდო, რომ წინდახედული ინვესტორი, რამდენადმე არსებით ინვესტიციას განახორციელებს საწარმოში სერიოზული ეკოლოგიური და მასთან დაკავშირებული ფინანსური პრობლემებით. უკეთეს შემთხვევაში, ინვესტორისათვის სრულად უნდა იყოს ცნობილი ასეთი პრობლემებსა და მათ მიზეზებზე, იმის შესახებ, თუ რას აკეთებს საწარმო მათ დასაძლევად და ის თუ რა გავლენას ახდენს ყოველივე ეს მის ფინანსურ მდგომარეობაზე. ასეთი ინფორმაციის მიღების ერთადერთი აღიარებული და ლეგიტიმური საშუალებაა საწარმოს ფინანსური ანგარიშგება, რომლის სისწორე დადასტურებული უნდა იყოს პროფესიონალი აუდიტორის დასკვნით და რომელშიც ასახული იქნება აუდიტორის მოსაზრება ეკოლოგიური ფაქტორების გავლენის შესახებ საწარმოს ფინანსურ მდგომარეობასა და ფინანსურ ანგარიშგებაზე.