Select Page

ფიუჩერსი. E. futures. საქონლის ან საფონდო ბირჟაზე გარიგების სახე, რომელიც გულისხმობს საქონლის ან ფასიანი ქაღალდების წინასწარ შესყიდვას კონტრაქტში მითითებული ფასით გარიგების დადებიდან განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ.
ვადიანი საბირჟო კონტრაქტი, რომლის ერთი მხარე იღებს ვალდებულებას შეისყიდოს, ხოლო მეორე – გაყიდოს ბაზისური აქტივების განსაზღვრული რაოდენობა დადგენილ ვადაში, ფიქსირებულ ფასად. ფიუჩერსული კონტრაქტის დადება, როგორც წესი, მიზნად არ ისახავს საქონლის რეალურ მიწოდებას.