Select Page

ფინანსური ანგარიშგების სრული პაკეტი მოიცავს:
ა) ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებას პერიოდის დასასრულისთვის;
ბ) პერიოდის მოგება-ზარალისა და სხვა სრული შემოსავლის ანგარიშგებას;
გ) პერიოდის საკუთარი კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგებას;
დ) პერიოდის ფულადი ნაკადების ანგარიშგებას;
ე) განმარტებით შენიშვნებს, სადაც განხილულია ყველა მნიშვნელოვანი სააღრიცხვო პოლიტიკა და სხვა განმარტებითი ინფორმაცია;
ეა) წინა პერიოდის შესადარის ინფორმაციას;
ვ) ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებას წინა პერიოდის დაწყების თარიღის მდგომარეობით, როდესაც ის სააღრიცხვო პოლიტიკას იყენებს რეტროსპექტულად, ან ფინანსური ანგარიშგების მუხლებს გადაიანგარიშებს რეტროსპექტულად, ან როდესაც საწარმო ცვლის ფინანსური ანგარიშგების მუხლების კლასიფიკაციას.