Select Page

2014 წლის 26 ივლისის კანონით #2540-რს სასიამოვნო ცვლილება შევიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსში.

კერძოდ:

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 206-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო2“ ქვეპუნქტი: „ო2) პირის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული ქონება და მასზე დამაგრებული მიწა, თუ იგი ამ ქონებით ვერ სარგებლობს იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა მიერ საცხოვრებლად გამოყენების გამო და ეს ქონება რეგისტრირებულია, როგორც დევნილთა კომპაქტურად (ორგანიზებულად) განსახლების ობიექტი, რაც დასტურდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული ცნობით;“.

2. 309-ე მუხლის 50-ე ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) პირის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული ქონების და მასზე დამაგრებული მიწის მიხედვით დარიცხული თუ გადაუხდელი ქონების გადასახადი, მასზე დარიცხული საურავი და ჯარიმა, თუ იგი ამ ქონებით ვერ სარგებლობს იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა მიერ საცხოვრებლად გამოყენების გამო და ეს ქონება რეგისტრირებულია, როგორც დევნილთა კომპაქტურად (ორგანიზებულად) განსახლების ობიექტი, რაც დასტურდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული ცნობით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

გიორგი მარგველაშვილი

ქუთაისი,

26 ივლისი 2014 წ.

N2540-რს

ანუ, აღნიშნული კანონის თანახმად თუ პირი საკუთარ ქონებაზე ან მიწაზე აცხოვრებს საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირებს, ზემოთ აღნიშნული მესაკუთრე თავისუფლდება ქონების და მასზე დამაგრებული მიწის გადასახადისგან. ამას გარდა, თუ აღნიშნულ ქონებაზე და მასზე დამაგრებულ მიწაზე არსებობს ქონების გადასახადთან დაკავშირებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დაკისრებული ჯარიმა-საურავები – ჩამოეწერება.

Share This