ფინანსური დაგეგმვა არის კომპანია Financial Outsource-ის ინტეგრალური ნაწილი. აღნიშნული გვაძლევს საშუალებას შემოგთავაზოთ უნიკალური ინტეგრირებული სერვისი, რაც აერთიანებს საგადასახადო და ფინანსურ კონსულტაციებს, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისათვის.
ჩვენ ვამაყობთ Financial Outsource-ის დამოუკიდებელი მიღწევებით ფინანსური დაგეგმვის სფეროში, ჩვენ ძალგვიძს სრულყოფილად უზრუნველგყოთ ობიექტური კონსულტაციებით. ჩვენ მუდამ ვმოქმედებთ ჩვენი კლიენტების ინტერესებიდან გამომდინარე და მტკიცედ გვწამს საქმისადმი ღია და პატიოსანი მიდგომის. აღნიშნული მიდგომით ჩვენ მიზნად ვისახავთ გრძელვადიანი პროდუქტიული ბიზნეს ურთიერთობის აწყობას.

ჩვენი მიდგომა

ჩვენი კლიენტები გვეუბნებიან, რომ ისინი აფასებენ პატიოსნებას, ერთიანობას და მაქსიმალურად კარგ სერვისს ფინანსური კუთხით.

ჩვენ მიზნად ვისახავთ უზრუნველვყოთ სერვისის შემდეგი ოთხი ხარისხობრივი მახასიათებელი:
• თქვენს მიმდინარე და სამომავლო საჭიროებებზე ფოკუსირება;
• მზა გადაწყვეტილებების მიწოდება;
• სიტყვის ქცევა საქმედ დაუყოვნებლივ;
• ჩვენს მიერ გაწეული რეკომენდაციის სრულყოფილი დასაბუთება გასაგებ ენაზე.

ჩვენი გუნდი მუდმივად იმყოფება თქვენთან კონტაქტზე. ეს საშუალებას მოგვცემს განვავითაროთ გრძელვადიანი ბიზნეს კავშირები. ჩვენ ვამაყობთ იმითაც, რომ ჩვენს კომპანიაში თანამშრომელთა ბრუნვა თითქმის არ არსებობს, რაც ჩვენს კლიენტებს სტაბილურობის განცდას დღითი დღე უძლიერებს.

ჩვენს მიზანს მუდმივად წარმოადგენს ჩვენი კლიენტების ფინანსურ რესურსებზე ზრუნვა.ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც პირდაპირი ფინანსური ბენეფიტებით როგორიცაა – დანახარჯების შემცირება, გადასახადების ოპტიმიზაცია, ასევე ნაკლებად მატერიალური ბენეფიტებით, როგორიცაა – თანამედროვე მენეჯმენტის მეთოდები და პერსონალის აღზრდა.

Share This