2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების შესაბამისად საგადასახადო კანონმდებლობაში ჩნდება სპეციალური საწარმოს ცნება, რომელიც მიმართულია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისკენ და გვთავაზობს ცალკეული საგადასახადო შეღავათებით სარგებლობას.

პირს სპეციალური საწარმოს სტატუსს ანიჭებს საგადასახადო ორგანო. რის შემდეგაც სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ საქმიანობასთან ერთად, “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური თანხმობით, განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:

  1. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილი ან წარმოებული საქონლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს სხვა ტერიტორიაზე მიწოდება ან/და საქართველოს ტერიტორიიდან (გარდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიისა) კანონის შესაბამისად ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევა. ამ შემთხვევებში აკრძალულია აქციზური საქონლის (გარდა ალკოჰოლიანი სასმელისა და თამბაქოს ნაწარმისა) მიწოდება;
  2. საქართველოს საქონლის (გარდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილისა ან წარმოებულისა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიწოდება;
  3. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქონლის მხოლოდ ამ ნაწილის “1” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნისთვის წარმოება.

სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს, 1-3 პუნქტებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება განახორციელოს მხოლოდ:

  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიიდან – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებით ან/და პირიქით,

ასევე

  • ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიიდან – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებით ან/და პირიქით;

საქართველოს საგადასახადო კოდექსს დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში ემატება ქვეპუნქტი რომლის მიხედვითაც ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-სგან თავისუფლდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილი ან წარმოებული საქონლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირისთვის მიწოდება, ხოლო სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ საქონლის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიწოდება თავისუფლდება ჩათვლის უფლებით.

რაც შეეხება საშემოსავლო და განაწილებული მოგების გადასახადებს, გათავისუფლება მოცემულია სქემა №1-ში.

 

სქემა №1

 

 

N

 საქმიანობა

გადახახადი რომელზედაც ვრცელდება შეღავათი
საშემოსავლო მოგების გადასახადი

 

 

 

1

 

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილი ან წარმოებული საქონლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს სხვა ტერიტორიაზე მიწოდებიდან ან/და საქართველოს ტერიტორიიდან (გარდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიისა) კანონის შესაბამისად ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევვიდან მიღებული შემოსავალი/მოგების განაწილება.                                                                                                       [ამ შემთხვევებში აკრძალულია აქციზური საქონლის (გარდა ალკოჰოლიანი სასმელისა და თამბაქოს ნაწარმისა) მიწოდება]

 

 

 

 

+

 

 

 

+

2

 

საქართველოს საქონლის (გარდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილისა ან წარმოებულისა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიწოდება;

 

 

+

 

+

Share This