ყველა კომპანიას აქვს მისთვის დამახასიათებელი სახელფასო სტრატეგია. ჩვენ გამოვითვლით თქვენი თანამშრომლების მისაღებ ხელფასებს, ამავდროულად შემოსავლების სამსახურს წარვუდგენთ შესაბამის დეკლარაციებსა და საინფორმაციო ფორმებს. საჭიროების შემთხვევაში თითოეულ თანამშრომელს მოვუმზადებთ და წარვუდგენთ სახელფასო უწყისებს. გარდა ამისა უზრუნველვყოფთ თანამშრომელთა აღრიცხვიანობას ჯანმრთელობის გაუარესების ან/და დღესასწაულებთან დაკავშირებული მოცდენების გათვალისწინებით.

გარდა ამისა თქვენს თანამშრომლებს შევუვსებთ საშემოსავლო გადასახადის დაბრუნებასთან დაკავშირებულ წლიურ ფორმებს. რა თქმა უნდა კანონმდებლობა დამქირავებელს გარკვეულ პასუხისმგებლობას ანიჭებს დაქირევებულ თანამშრომლებთან მიმართებაში, თუმცა ჩვენ მზად ვართ სრულყოფილად შევაფასოთ თქვენი კომპანიის შრომით რესურსებთან დაკავშირებული პროცესები, დანახარჯები, სააღრიცხვო ფორმები და წარდგენის ვადები.

ჩვენ გთავაზობთ შემდეგი სახის თანამონაწილეობას:

  • კონსულტაციები სტრატეგიულ საკითხებში
  • დახმარება კორპორაციულ ტრანზაქციებში
  • უცხოელი თანამშრომლები
  • შრომითი კონტრაქტის შეწყვეტასთან დაკავშირებული დანახარჯები
  • ყოველდღიური სახელფასო პროცედურები
  • წლიური ფორმების შევსება

ჩვენს სერვისებთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.

Share This