Select Page

საქართველოში ახალი ფინანსური ინსტრუმენტი “საწყობის ჩეკი” შემოვა. ამასთან დაკავშირებული საპილოტე პროექტი სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პირველ ეტაპზე თხილის სექტორს წარუდგინა. ახალი მექანიზმი, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის შემოდგომისთვის ამოქმედდება.

საწყობის ჩეკის, როგორც ფინანსური ინსტრუმენტის თეორიული საფუძვლები საერთაშორისო ორგანიზაცია FAO-ს ექსპერტებთან ერთად მომზადდა.

რაც შეეხება პრაქტიკულ ნაწილს, სამინისტრო დონორ ორგანიზაციებთან და მიკროსაფინანსოებთან ერთად მუშაობს.

მაგალითისთვის – ფერმერი, რომელიც ფლობს რამდენიმე ჰექტარ თხილს ან სხვა სახის პროდუქციას, მოსავლის მიღების შემდეგ ნაწილს დაასაწყობებს საწარმოში ან კოოპერატივში და საწყობის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე შეძლებს სესხის აღებას. დოკუმენტში ასახული იქნება, რომ ეს ადამიანი ინახავს აგრარულ პროდუქციას, რაც უკვე გახდება გირავნობისთვის საჭირო საკმარისი პირობა. მას აღარ მოუწევს საფინანსო ორგანოში სახლის ან სახვა სახის ქონების ჩადება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, პირველ ეტაპზე ამ სახის თანამშრომლობისთვის მზადყოფნა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა გამოთქვეს და თუ მექანიზმი ეფექტურად ამუშავდება ბანკების ჩართულობაც არ არის გამორიცხული.

Share This