Financial Outsource-ს ყავს ბუღალტრები და მმართველობითი აღრიცხვის სპეციალისტები, რომელთაც გააჩნიათ სხვადასხვა საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება, რაც შესაძლებელს ხდის წარმოებულ იქნეს სხვადასხვა ტიპის ანგარიშგება ვადების დაურღვევლად. კომპანიაში დანერგილი კონტროლის სისტემები უზრუნველყოფს ოპერაციათა ზუსტ და დროულ ასახვას სააღრიცხვო სისტემებსა თუ ფინანსურ ანგარიშგებებში. ჩვენს თითოეულ კლიენტს ყავს გამოყოფილი თანამშრომელი, რომელიც პასუხისმგებელია ნებისმიერი პირველადი დოკუმენტაციის სრულ და დროულ ასახვაზე საბუღალტრო პროგრამებში, ამავდროულად ყოველ ბუღალტერს ყავს მენეჯერი, რომელიც აკონტროლებს მიმდინარე პროცესებს, რაც გარანტირებულად უზრუნველყოფს შესრულებული სამუშაოების მაღალ ხარისხს.
Financial Outsource-ის პროფესიონალი კონსულტანტები ყოველდღიურად მუშაობენ კლიენტებთან ერთად საიმედო და ეფექტური ფინანსური სტრატეგიების განსაზღვრაზე, რაც ხელს უწყობს ბიზნესის მიზნების სწრაფ შესრულებას.
ჩვენს მიერ გაწეული ბუღალტრული მომსახურება მოიცავს:

  • ფინანსური ანგარიშგების შედგენა
  • შიდა კონტროლის მიმოხილვა
  • სრულყოფილი ბუღალტრული აღრიცხვა
  • ნაღდი ფულის მოძრაობის კონტროლი
  • ბიუჯეტების მომზადება და კონტროლი
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა
  • სახელფასო პროცესების მართვა
  • სააღრიცხვო პროგრამების შერჩევა და დანერგვა
  • ფინანსური დეპარტამენტის პერსონალის გადამზადება
  • სხვა საკონსულტაციო მომსახურება

ჩვენ გირჩევთ, ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას შესაბამისი სტრატეგიული ფინანსური დაგეგმვის გარეშე. ჩვენი პროფესიონალი კონსულტანტები მუდამ მზად არიან მონაწილეობა მიიღონ თქვენი ბიზნესის ფინანსური პროგნოზირებისა თუ პრაქტიკული ანალიზის ყველა ეტაპზე.

გლობალური მასშტაბით არსებული ფინანსური გარდაქმნები ყოველდღიურად წარმოქმნის ახალ რისკებსა და გამოწვევებს. ამ პირობებში ორგანიზაციებს უწევთ ბალანსის დამყარება ეფექტური კონტროლის მექანიზმების საშუალებით რისკების შემცირებითა და ხილვადობის მდგრადი ხარისხით, ასევე ბიზნეს პროცესების შესაბამისი ეფექტური სისტემებით, რაც შედეგად ზრდის ბიზნესის ღირებულებას მინიმალური დანახარჯებით.

Share This