რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული თითოეული სცენარი საჭიროებს სხვადასხვა სფეროს პროფესიონალთა ჩართვას, შესაბამისად ჩვენ გთავაზობთ მომსახურებათა ფართე სპექტრს, რაც აუცილებელია კონკრეტული სიტუაციისათვის. არსებული სიტუაციის გათვალისწინებით შეგიდგენთ ყველაზე ეფექტურ რესტრუქტურიზაციის გეგმას, რაც დაგვეხმარება თქვენი სტრატეგიული მიზნის მიღწევაში.

ჩვენს მიერ შემოთავაზებული რესტრუქტურიზაციის სერვისი მოიცავს.

• კორპორატიული რესტრუქტურიზაცია:
ჩვენ ვეხმარებით კომპანიებსა და ინვესტორებს გაიუმჯობესონ კაპიტალის უკუგების მაჩვენებლები. ჩვენ დაგეხმარებით პროცესების მართვის შეფასებასა და გარდაქმნაში, ასევე კაპიტალისა და ინვესტიციების უკეთ დაბანდებაში, ბიზნეს გეგმების ობიექტურად შეფასებაში.

• საბრუნავი საშუალებების მენეჯმენტი:
ჩვენ დაგეხმარებით გაიუმჯობესოთ ფულადი ნაკადების მდგომარეობა და და გამოათავისუფლოთ სახსრები მიმდინარე კაპიტალურ ანგარიშებზე (დებიტორები, კრედიტორები, სასაქონლო ნაშთები), რასაც შედეგად მოყვება საერთო ლიკვიდობის გაუმჯობესება და ფინანსური რესურსების მართვის ეფექტური სტრატეგია.

Share This