მიკრო ბიზნესის 21 იდეა

დღესდღეობით უფრო და უფრო მეტი ადამიანი ცდილობს იყოს თვით დასაქმებული და დაიწყოს მცირე ბიზნესი. განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა ხომ სწორედ მცირე ბიზნესია. ისეთი განვითარებული ქვეყნისთვის როგორიც ინგლისია შრომისუნარიანი მოსახლეობის 86% მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ორგანიზაციაშია დასაქმებული საქართველოში კი იგივე მაჩვენებელი 14 % -ს არ აღემატება.

საქართველოს კანონმდებლობა მიკრო და მცირემეწარმეობის შესახებ (ძალაშია 2010 წლის 31 დეკემბრიდან) ხელს უწყობს და ასტიმულირებს მსგავსი ტიპის სტატუსის მქონე ბიზნესის არსებობას. მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირი მხოლოდ წლიურ დეკლარაციას აბარებს, ამასთანავე შეუძლია ადვილად შეიცვალოს სტატუსი. მიკრობიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს, რომელიც არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას და დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, რომლიდანაც მის მიერ მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განამვლობაში არ აღემატება 30 000 ლარს თუ მიკრობიზნესის სტატუსის ფიზიკური ჯამური ერთობლივი შემოსავალი გადააჭარბებს ზემოთ აღნიშნულ თანხას და დაიწყებს ოჯახის წევრის გარდა სხვა დაქირავებულის შრომის გამოყენებას 15 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს მცირე ბიზნესის სტატუსი მიღებისთვის. მიკრობიზნესის სტატუს ვერ გამოიყენებენ ისეთი ტიპის საქმიანობისთვის რომელიც საჭიროებს ლიცენზიას ან ნებართვას. (www.rs.ge)

ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმებზე დაყრდნობით მსგავსი ტიპის სუბიექტს 2016 წლის 1 აპრილის მოანაცემებით მხოლოდ 0.5% უჭირავს. (www.geostat.ge)

მიკრო ბიზნესი შეგვიძლია ვიქონიოთ ჩვენი ძირითადი საქმიანობის პარალელურად, რაც კიდევ უფრო გაზრდის როგორც ჩვენს შემოსავალს ასევე სტატისტიკურ მაჩვენებლებს.

ქვევით იხილავთ ჩამონათვალს, თუ რა ტიპის მიკრო ბიზნესი შეიძლება დავიწყოთ 1500 ლარის ბიუჯეტით?

1) ბიზნეს გეგმების სერვისი და კონსულტანცია

2) ტურისტული გიდი , როგორც უცხოელი ასევე ქართველო ტურისტებისთვის

3) კომპიუტერული პროგრამების ინსტალაცია

4) ინფორმაციული პროგამების ტრეინერი

5) თარჯიმანი

6) მბეჭდავი

7) მუსიკის მასწავლებელი

8) ივენთების ორგანიზატორი

9) ფოტოგრაფი

10) ინტერიერის დიზაინერი

11) ხელთნაკეთი აქსესუარების დიზაინერი

12) თმის სტილისტი

13) მანიკურის სპეციალისტი

14) ყვავილების მაღაზია

15) გადაზიდვის სერვისი

16) ხალიჩის მრეცხავი

17) დღის მზრუნველი

18) სახლში დამზადებული საკვების მიტანის სერვისი

19) ბაღის მუშა

20) დასუფთავების სერვისი

21) ელექტრიკოსი

გრაფიკი

ვფიქრობთ, ჩვენი რჩევები და რეკომენდაციები დაგეხმარებათ გაზარდოთ შემოსავლები და მოახდინოთ საკუთარი ინტელექტუალური თუ ფიზიკური რესურსის ინვესტირება ეკონომიკის ზრდის ხელშესაწყობად.

Share This