Select Page

ევროკავშირის თავისუფალი სავაჭრო სივრცე საქართველოსთვის (DCFTA)

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) ასოცირების შესახებ ხელშეკრულების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ის ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმს მოიცავს და საქართველოსთვის ევროკავშირის შიდა ბაზარს ხსნის.

საქართველოს მიერ გაფორმებული სხვა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების განგანსხვავებით DCFTA როგორც საქონლით, ისე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას გულისხხმობს. ყველა საიმპორტო გადასახადის გაუქმებასა  და საექსპორტო გადასახადების აკრძალვას, ყველა სახის საქონელისათვის ევროკავშირის ტერიტორიაზე. სწორედ ამით განსხვავდება იმ სავაჭრო რეჟიმისაგან რომელიც ამ ეტაპზე  აქვს  საქართველოს ევროკავშირთან  „GSP„ და „GSP+“ სგან .

შეთანხმების მთავარი კომპონენტები  შემდეგნაირად გამოიყურება :

  1.  სურსათის უვნებლობა / სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები  (საქართველოს სურსათის უვნებლობის რეჟიმის შესაბამისობა  ევროპულთან)
  2.  სამრეწველო საქონლის ტექნიკური რეგლამენტები და სტანდარტები

(სამრეწველო პროდუქციის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ეტაპობრივ  დაახლოება ევროკავშრის კანონებთან)

  1.  სახელმწიფო შესყიდვების მოდერნიზაცია (საქართველოს შესყიდვების

სისტემის მოდერნიზაცია და მისი  დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან)

  1. მომსახურების სფეროში ევროკავშირის ბაზარზე დაშვება (რეფორმების პროცესი მოიცავს საფოსტო და კურიერული მომსახურების, საერთაშორისო საზღვაო ტრანსპორტის, ელექტრონული კომუნიკაციებისა დაფინანსურ მომსახურების სფეროებს).
  2. საბაჟო თაღლითობასთან ბრძოლა დაადმინისტრაციული თანამშრომლობა ამ სფეროშ
  3. (ევროკავშირის საბაჟო კოდექსთან დაახლოება)

კონკრეტულად ქართული ღვინის მაგალითზე რომ განვიხილოთ    ამ   შეთანხმების არსი, ევროკავშირის ბაზარი ერთ-ერთი უმსხვილესი სამომხმარებლო ბაზარია მსოფლიოში, თუმცა მასზე ქართული ღვინის ექსპორტის ძალიან მცირე წილი მოდის, ითვლება, რომ საქართველო ტრადიციულად რუსეთზე ორიენტირებული ღვინის მწარმოებელი ქვეყანაა. ევროპულ ბაზარზე შესვლა მართლაც უდიდესი გამოწვევაა ქართველი მწარმოებლებისთვის. ევროპელმომხმარებლებს, განსაკუთრებით დასავლეთ და სამხრეთ ნაწილში, უკვე აქვთ კარგად ჩამოყალიბებული გემოვნება და ხშირ შემთხვევაში სვამენ ერთი და იმავე ბრენდის ღვინოს ათეულობით წლის განმავლობაში. ასეთი დამოკიდებულების შეცვლა ადვილი არ იქნება. საქართველო კონკურენციას ვერ უწევს ბაზრის ამ სეგმენტის სხვა მოთამაშეებს, რადგან არ აქვს საკმარისი სუბსიდიები ან ღვინის წარმოება ვერ აღწევს საქართველოში მასშტაბის ეკონომიას. ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი ეკონომიკური განვითარებისთვის, რომ ევროკავშირთან გაფორმებული DCFTA განვიხილოთ პირველ და არა უკანასკნელ ნაბიჯად საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობის რესტრუქტურიზაციის საქმეში! თუ ეს შეთანხმება სრულად ამოქმედდება  ესეთ სურათს დავინახავთ:

ექსპორტი – ცქრიალა ღვინო

ჰოლანდიაში 1 ბოთლი ცქრიალა ღვინის ექსპორტზე გატანის შემთხვევაში საბაჟო სატარიფო ბარიერების წნეხი:

DCFTA ამოქმედებამდე

იმპორტის გადასახადი (EU) 0% + USD 43.28/100 ლ

აქციზის გადასახადი USD 51.42/100ლ

დღგ 21%

მთლიანი ხარჯი USD 6,91

1 ბოთლის ღირებულება USD 5

ჯამური დამატებითი ხარჯი USD 1.91

 

DCFTA A ამოქმედების შემდეგ

იმპორტის გადასახადი (EU) 0%

აქციზის გადასახადი USD 51.42/100ლ

დღგ 21%

მთლიანი ხარჯი USD 6,52

1 ბოთლის ღირებულება USD 5

ჯამური დამატებითი ხარჯი USD 1.52

 

ევროკავშირთან გაფორმებული DCFTA არის შესანიშნავი წინსვლა, რომელმაც შეიძლება დამატებითი სარგებელი მოუტანოს ქართველ ექსპორტიორებს ძალიან მიმზიდველ სამომხმარებლო ნივთები სბაზარზე. თუმცა ისთავისთავადუნდაიყოსარაუკანასკნელი, არამედ პირველი შეთანხმება, რომელსაც ქვეყანა გააფორმებს სხვა არატრადიციულ ბაზრებთან. მთლიანობაში, მოსალოდნელია, რომ DCFTA გააუმჯობესებს საქართველოს ამჟამინდელ ფინანსურ ბალანსს და გაზრდის მშპ-ს 4.3%-თი  იმ შემთხვევაში თუ რეფორმები დასრულდება.

Share This