1 ოქტომბერს იწურება, აუდირებული ფინანსური ანგრიშგების წარდგენის ვადა  განსაზღვრული „ბუღალტრული არიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“    საქართველოს კანონით.   კანონის მე-9 მუხლი მე-2 ნაწილის თანახმად:

სუბიექტი (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა) ვალდებულია მისთვის ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), მმართველობის ანგარიშგება, სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აუდიტორული დასკვნასთან ერთად, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა,  წარუდგინოს  სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით.

სტატიაში გამოყენებული ძირითადი ტერმინები:.

სუბიექტი − საჯარო სამართლის და კერძო სამართლის იურიდიული პირები, გარდა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციისა და საქართველოს ეროვნული ბანკისა, სხვა ქვეყნის საწარმოს ფილიალი, ინდივიდუალური მეწარმე, თუ ისინი აკმაყოფილებენ კანონით  გათვალისწინებულ საწარმოთა შემოსავლის, ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული აქტივების და დასაქმებულთა რაოდენობის კრიტერიუმებს; (მუხლი 2. 1. „ე“).

სამსახური-„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური– საქართველოს ფინანსთა სამინისტროს  სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება (2.1.“ი“).

კანონი სუბიექტებს ყოფს ოთხ კატეგორიად (2.1.“ტ“):

მეოთხე კატეგორიის საწარმო – სუბიექტი, რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:

.ა) აქტივების ჯამური ღირებულება 1 მილიონ ლარს არ აღემატება;

.ბ) შემოსავალი 2 მილიონ ლარს არ აღემატება;

.გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 10-ს არ აღემატება;

მესამე კატეგორიის საწარმო – სუბიექტი, რომელიც არ არის მეოთხე კატეგორიის საწარმო და რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:

.ა) აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს არ აღემატება;

.ბ) შემოსავალი 20 მილიონ ლარს არ აღემატება;

.გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 50-ს არ აღემატება;

 მეორე კატეგორიის საწარმო – სუბიექტი, რომელიც არ არის მესამე ან მეოთხე კატეგორიის საწარმო და რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:

.ა) აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს არ აღემატება;

.ბ) შემოსავალი 100 მილიონ ლარს არ აღემატება;

.გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 250-ს არ აღემატება;

პირველი კატეგორიის საწარმო – სუბიექტი, რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:

.ა) აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს აღემატება;

.ბ) შემოსავალი 100 მილიონ ლარს აღემატება;

.გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 250-ს აღემატება;

კანონით გათვალისწინებული სამსაკხურისატის 1 ოქტომბრამდე წარსადგენი ფინანსური ანგრიშგება (ფინანსური, მმართველობითი, აუდიტორის დასკვნა)   რეგულირდება კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით. ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება უნდა შეესაბამებოდეს ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებს.

ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტები შედგება:

ა) ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებისაგან (IFRS);

ბ) მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებისაგან (IFRS for SMEs);

გ) მეოთხე კატეგორიის საწარმოებისათვის დადგენილი ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებისაგან;

დ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის დადგენილი ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებისაგან.

ე) ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც არ განეკუთვნება  1-3 კატეგორიის სუბიეტებს, უფლებამოსილია ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების წარმოების მიზნით გამოიყენოს ამ პუნქტის შესაბამისად მეოთხე კატეგორიის საწარმოებისათვის დადგენილი ფინანსური ანგარიშგების სტანდარტები.მეოთხე კატეგორიის საწარმოებისათვის ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებს ადგენს სამსახური. სტანდარტების გამოყენება სავალდბულოა.

როგორც წესი, პირველი, მეორე, მესამე კატეგორიის სუბიექტებს და  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს საკმრარისი რესურსი გააჩნიათ, აწარმოონ ფინანსური, მმართველობითი ბუღალტრული და საგადასახადო აღრღიცხვა და დროულად და სრულად წარადგინონ კანონით მოთხოვნილი ფინანსური ანგარიშგება. გარკვეული სიძნელეების წინაშე აღმჩნდენ მეოთხე კატეგორიის სუბიექტები-საწარმოები, პირველ რიგში ამ კატეგორიას მიკუთვნებული ისეთი  სუბიექტები, რომლებსაც არ  მილიონიანი შემოსავალი აქვთ, არც მილიონიანი აქტივები. თუ კანონს დავუგერებთ მეოთხე კატეგორია მიეკუთნება როგორც საწამო

* 190 000 ლარია აქტივებითა   და 1950 000 ლარის შემოსავლით, ისე

* 3 დასაქმებულით. 200 000 ლარი შემოსავლითა და 20000 ლარის აქტივებით. 

ერთი შეხედვით ყველაფერი მარტივადაა,  მეოთხე კატეგორიის საწარმოებისათვის ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებში დეტალურად არის გაწერილი ფინანსური ანგარიშგების მომზდების  პრინციპები და პროცედურები, რაც ვერაფერი შეღავათია  მეწარმისათვის, რომელსაც ზედმიწევნით ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ ბუღალტრულ აღრიცხვაზე (როგორც ფინანსურ ისე მმართველობითზე) და რომლის ცოდნა და გამოცდილება არ ცდება დეკლარციების გაგზავნისა და ზედნადებების გამოწერის ოპერაციებს  და რომელი მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ ფინანსური ანგარიშგება-საგადასახადო დეკლარაციებია  და ასეთი ანგარიშგება მზადდება მხოლდ საგადასახადო ორგანოებისთვის.

ასეთ პირობებში, გაკვირვებულ და დაბნეულ მეწარმეს რჩება ერთი გაზა, მოიწვიოს მეტნაკლებად კვალიფიციური,  სპეციალისტი, (საწარმოს ფინანსური შესაძლებლობის  გათვალისწინებით).  პრობლემა არც ამით წყდება. მოწვეული სპეციალისტი აუცილებლად მოითხოვს საანაგარიშო პერიოდის (არამარტო) სააღრიცხვო მონაცემებს. ასეთი მონაცემების ჩამოყალიბების გზა კი არც ისე მარტივია. თვითონ განსაჯეთ.

კანონი  განსაზღვრავს ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების წესებს, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სუბიექტმა თუ შესაბამისი სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი. კერძოდ სუბიექტი:

ა. ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს ნატურალურ საზომ ერთეულებზე დაყრდნობით, განზოგადებულად, ფულად გამოსახულებაში, მათი ქრონოლოგიური, განუწყვეტელი და დოკუმენტური ასახვით.

ბ. სუბიექტი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს დასაქმებული ბუღალტრის მეშვეობით ან სხვა კვალიფიციური ფიზიკური პირის/იურიდიული პირის მიერ მომსახურების გაწევით.

გ. სუბიექტი უზრუნველყოფს მის მიერ განხორციელებული ყველა ეკონომიკური მოვლენის ბუღალტრულ ანგარიშებზე ასახვის სისრულეს და შიდა კონტროლს.

სუბიექტი ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესასრულებლად, მისი საქმიანობისა და ორგანიზაციული სტრუქტურის სირთულის გათვალისწინებით:

ა) განსაზღვრავს სააღრიცხვო პოლიტიკას;

ბ) შეიმუშავებს ანგარიშთა გეგმას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების ფარგლებში;

გ) შეიმუშავებს ეკონომიკური მოვლენების ამსახველი დოკუმენტების წარმოებისა და კონტროლის მექანიზმსა და პროცედურებს;

დ) განსაზღვრავს სააღრიცხვო ინფორმაციის დამუშავების ვადებსა და ტექნოლოგიას;

ე) ფინანსური ანგარიშგების შესაბამისი სტანდარტების საფუძველზე შეიმუშავებს ფინანსური ანგარიშგების ფორმებს და განსაზღვრავს ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის პროცედურებს;

ვ) შეიმუშავებს ბიზნეს პროცესებისა და ბიზნესწესების ერთობლიობას (შიდა კონტროლის სისტემას), რომელიც უზრუნველყოფს მისი საქმიანობის ეფექტიანობას, ფინანსური ანგარიშგების უტყუარობას და საქართველოს კანონმდებლობასთან მათ შესაბამისობას.

ზ) შიმუშავებს კორპორაციული მართვის კოდექსს, და სხვა.

სუბიექტი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების საფუძველზე. ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტებია:

ა) პირველადი აღრიცხვის დოკუმენტები, მათ შორის, შიდა პირველადი აღრიცხვის დოკუმენტი – სუბიექტის შიდა ოპერაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე გარე პირველადი აღრიცხვის დოკუმენტი – მეორე მხარისგან მიღებული დოკუმენტი ან სუბიექტის მიერ მეორე მხარისთვის წარდგენილი დოკუმენტის ორიგინალი;

ბ) მაგროვებელი დოკუმენტები (სააღრიცხვო რეგისტრი, ჟურნალი და სხვა დოკუმენტი).           

შიდა კონტროლის სისტემაზე და სამართლიანი ფინანსური ანგარიშგების მომზადებისათვის და წარდგენისათვის პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სუბიექტს ეკისრება.

 დოკუმენტებში ასახული მონაცემების უტყუარობისათვის, აგრეთვე ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების დროული და ხარისხიანი შედგენისათვის პასუხს აგებენ ამ დოკუმენტების შემდგენი და მათზე ხელის მომწერი პირები. და სხვა და სხვა . . . . .

ჩნდება ორი კითხვა:

პირველი. ჩამოთვლი სამუშაოები მოითხოვნს მაღალ კვალიფიკაციას და შესაბამის ანაზღაურებას. აქვს კი ყველა საწარმოს ამის შესაძლებლობა?  

მეორე-რომელიც ნაწილობრივ პასუხს იძლევა წინა კითხვაზე, ვის სჭირდება მეოთხე კატეგორიის სუბიექტის ფინანსური ანგარიშგება. ფინანსური ანგარიშგების დანიშნულებაა, მიაწოდოს მის გარე მომხმარებელს საიმედო ინფორმაცია საწარმოს ფინანსური მდგომარეობის შესახებ, საწრმოსთან მიმართებაში  დასაბუთებული ეკონომიკური გადაწყვეტილების მისაღებად.

კვლავ ჩნდება კითხვა რა ეკონომიკური გააწყვეტილების მიღება შუძლია ბანკებს, მიკრო-საფინანსო და სადზღვევო კომპანიებს, მომწოდებლებსა და  დამკვეთებს, 31 დეკემბრის მდგმარეობით   მომზადებული ფინანსური ანგარიშგებიდან, მომდევნო წლიs ოქტომბერში, ნოემბერში და გნებავთ ივნისსა თუ  აგვისტოში.

რამდენად რთული არ უნდა იყოს მეოთხე კატეგორიის სუბიექტებისათვის კანონი მოთხოვნების შესრულება, კარგად უნდა გვახსოვდს, რომ კანონის დაცვა აუცილებელია, დაუცველობვა კი …

ერთადერთი, რაც შეიძლება ვურჩიოთ მეწარმეს ძალზე მარტივია – გავრკვიეთ ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებში. ნუ დაგვავიწყდება რომ ბუღალტერია ბიზნესის ენაა. ბიზნესმენს, რომელსაც ყველა შესყიდვისთვის გადახდილი თანხა „ხარჯი“, თანხის ნებისმიერი შემოსვლა „შემოსავალი“ გონია და  საკუთარ თვალებს არ უჯერებს როდესაც  როდესაც საკმაო სუფთა მოგების პირობებში,  სალაროში თეთრიც რა გააჩნია და ჯერ დაუწყებელი ბიზნესისთვის ერთადერთ საცხოვრებელს ტვირთავს  იპთეკით, დოლარებში აღებული სესხის   უზრუნველსაყოფად, წარმატებას შეიძლება ელოდეს  მხოლოდ ხანმოკლე პერიოდში, ისიც მხოლოდ „სასათბურე“ პირობებში.

ადევნეთ თვალი ჩენს საიტს. სისტემატურად გამოვაქვეყნებთ საუბრებს პრაქტიკულ ბუღალტერიის შესახებ მცირე საწარმო დირექტორების და არაფინანსური მენეჯერებისთვის. 

გიორგი ხატიაშვილი

Share This