Select Page

ბუღალტრული ლექსიკონი

გიორგი ხატიაშვილი
კითხვა: საგადასახადო კოდექსში გაჩნდა ახალი ტერმინები: კასტოდიანური, ფაქტორინგი, სვოპი, ფორვარდი, ფიუჩერსი და სხვა, რომლებიც არ არიან განხილული კოდექსში გამოყენებული ტერმინების განმარტებაში. გთხოვთ შეძლებისდაგვარად განგვიმარტოთ ისინი, თუ ასეთი ტერმინები საერთოდ საჭიროა ბუღალტრებისათვის.

პასუხი: წერილში მოყვანილი ტერმინები მოყვანილია საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლში “ფინანსური ინსტრუმნეტები. ფინანსური ოპოერაცია და ფინანსური მომსახურება” და მთლიანდ ეხება წარმოებულ ფინანსურ ინსტრუმნეტებს, წარმოებულ ფასიან ქარალდებს.

კასტოდიანური. კასტოდიანი არის დეპოზიტარი რომელიც ემსახურება კერძო და ინსტიტუციონალურ ინვესტორებს. სპეციალიზებული კასტოდიანური ფირმები ერიოდებიან კასტოდიანურ საქმიანობასთან სხვა ეკონომიკურ საქმინაობას. თუმცა ასეთი ფირმების უმრავლესობა არ არის სპეციალიზებული და კლიენტებს სთავაზობენ: საბანკო საკრედიტო, სადილერო, საბროკერო, საკუთრების მინდობილ მართვის, საფინანსო ბაზრის მომსახურების სხვა სახეებს. არსებობს კასტოდიანური ბანკები, რომლებსაც განსაკუთრებული ადგილი უკავიათ საერთაშორისო ფინანსურ ბაზარზე_უზრუნველყოფენ კავშირს ფასიანი ქაღალდების ნაციონალურ ბაზრებს შორის.

Share This