აუდიტორული მომსახურება გეხმარებათ განახორციელოთ ფართო სპექტრის ბიზნეს პროცესები სრულყოფილად, დროულად და საიმედოდ.

ჩვენ შეგიფასებთ:
• ოპერაციათა ეფექტურობას
• შიდა კონტროლის სისტემის ადექვატურობას
• ფინანსური ინფორმაციის საიმედოობას
• აქტივების დაცულობის საიმედოობას
• საგადასახადო ანგარიშგების შესაბამისობას კანონმდებლობასთან

ჩვენს მიერ განხორციელებული აუდიტის სამოქმედო სფერო მოიცავს: ნაღდი ფულის მოძრაობას, შეძენებს და გადახდებს, სახელფასო ანგარიშგებას, ხარჯების მონიტორინგს, გადასახადებს, კაპიტალის მოძრაობას და სხვა მნიშვნელოვან მაჩვენებლებს.

აუდიტი მეტია ვიდრე ფორმალობა, ეს არის აუცილებლობა, რათა გარანტირებული იყოს თქვენი ბიზნესის უსაფრთხოება. წინასწარი გაფრთხილება, გახსნილი კომუნიკაცია და საკითხების პროგრამული გადაწყვეტა არის ის უმთავრესი მახასიათებლები, რაზეც ემყარება Financial Outsource-ის მიდგომები.

ჩვენი კლიენტების ბიზნესების შესწავლითა და პოტენციურ რისკებზე ფოკუსირებული შეფასებებით რისკების შეფასების დიაგნოსტიკური პროცესებითა და აუდიტის ტესტირების პროცედურების საშუალებით Financial Outsource აწარმოებს ბრწყინვალე ურთიერთობას კლიენტებთან. არსებული ხარისხზე ორიენტირებული მიდგომა ადასტურებს, რომ Financial Outsource უზრუნველყოფს დახვეწილ, კონსტრუქციულ და სრულფასოვან აუდიტს თითოეული კლიენტისათვის.

ჩვენ გვწამს, რომ აუდიტი უნდა განიხილებოდეს როგორც შესაძლებლობა და არა როგორც ზედმეტობა.
წლის განმავლობაში ჩვენს მიერ მოწოდებული ფინანსური ანგარიშგების საშუალებით, ასევე საკანონმდებლო და ტექნიკურ სიახლეებთან დაკავშირებით თქვენი მუდმივი ინფორმირებით შესაბამისად უზრუნველვყოფთ თქვენი ბიზნესის პოტენციალის მაქსიმალიზაციას.

აუდიტორული ინსტრუმენტების, რესურსების და პროცედურების საშუალებით Financial Outsource უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის აუდიტორულ სერვისს, რასაც განაპირობებს დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი, მაღალი ეთიკური სტანდარტები და პროფესიონალური ობიექტურობა.

Financial Outsource LLC უზრუნველყოფს შემდეგ რწმუნებულების სერვისებს:
• ფინანსური ანგარიშგების აუდიტიFinancial Statement Audit
• საგადასახადო აუდიტი
• საინფორმაციო სისტემებისა და კონტროლის აუდიტი
• სასამართლო აუდიტი.

Share This